TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლე მარინა მარგველანმა პროექტის - „დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი“ პრეზენტაცია გამართა
01-06-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში VIII კლასის მოსწავლემ, მარინა მარგველანმა პროექტის - „დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი“ პრეზენტაცია გამართა. 

პრეზენტატორმა ძალიან კარგად გაართვა თავი ამოცანებს. პრეზენტაციას დაესწრო სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სხვა კლასის მოსწავლეები.

„პრეზენტაცია წარმოდგენილი იყო 3D ფორმატში www.emaze.com პროგრამის გამოყენებით, რომელზე მუშაობაც სხვა საინტერესო ელექტრონულ პროგრამებთან ერთად მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელმა გიორგი ტერუნაშვილმა ასწავლა „პროექტების მართვა eTwining-ში“ ტრენინგის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით.  

გარდა იმისა, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი მოსწავლეში საკუთარი ნაშრომის აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარ-ჩვევების დახვეწა იყო, რაც პრეზენტაციის ავტორს გარკვეულწილად უკვე აქვს განვითარებული (წარუდგენია პრეზენტაციები: ისტორიაში, გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებაში), ასევე მიზნად ისახავდა:

1. ცოდნის გამდიდრებას ისტორიული წყაროდან მიღებული ინფორმაციით;

2.  ისტორიულ წყაროებზე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას: წყაროდან სათანადო ინფორმაციის მოპოვება; ისტორიული ფაქტისა და ავტორის პოზიციის დაფიქსირება.

წყაროზე მოსწავლემ იმუშავა შემდეგი კითხვების გამოყენებით:

  • დავითის თანამედროვეა თუ არა ისტორიკოსი?
  • შესაძლებელია თუ არა, ამას გავლენა ჰქონოდა ისტორიულ ნაშრომზე? თუ კი - რა სახის?
  • რა მიზანი ამოძრავებდა ისტორიკოსს თხზულების შექმნისას: დავით მეფის ღვაწლის წარმოჩენა თუ საზოგადოების ისტორიის აღწერა? რატომ? რით იყო გამოწვეული ისტორიის ასეთი მიდგომით წერა? (მოსწავლე ავითარებს საკუთარ მოსაზრებებს);
  • დღესაც ასე წერენ თუ არა ისტორიკოსები საკუთარ ნაშრომებს? რატომ?
  • რა შეიძლება ითქვას ისტორიკოსის მსოფლმხედველობაზე, მისი აზროვნების წესზე, როგორ აისახა ეს ისტორიულ ნაშრომში? (მოსწავლე ავითარებს საკუთარ მოსაზრებებს).

პრეზენტაციაში გამოიკვეთა, რომ ავტორს საფუძვლიანად შეესწავლა დავითის ისტორიკოსის თხზულება „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი" ინტერნეტ რესურსის გამოყენებით: www.patriarchate.ge . მან ზემოთ აღნიშნული შეკითხვების გათვალისწინებით გააანალიზა ეპოქა, იმდროინდელი საქართველოს იდეოლოგია. მოსწავლე ავითარებდა საკუთარ აზრს, თუ რა გავლენას ახდენს ერთი მხრივ, ეპოქის ღირებულებები, ხოლო მეორე მხრივ, მეფის/ხელისუფალის და ისტორიკოსის თანადროულობა ამ ისტორიკოსზე და ისტორიული ნაშრომის შინაარსზე; მოსაზრებებს პრეზენტატორი ასაბუთებდა კონკრეტული მაგალითებით. ამ ყოველივეზე დაყრდნობით მოსწავლემ დაახარისხა წყაროს ინფორმაცია ისტორიულ ფაქტებად და ავტორის პოზიციად.  

დასასრულს, პრეზენტატორმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

პრეზენტაციას დაესწრო: სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სხვა კლასის მოსწავლეები.

პრეზენტატორმა ძალიან კარგად გაართვა თავი ამოცანებს. როგორც პროექტზე მუშაობა, ისე პრეზენტაცია სასარგებლო იყო პრეზენტაციის ავტორისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც პროექტის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.

პრეზენტაციის ავტორს ხელმძღვანელობა გაუწია ისტორიის მასწავლებელმა, გიორგი ტერუნაშვილმა“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება