TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიყვარულის დღე“ - აფენის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ხათუნა ფერაძემ პროექტ-გაკვეთილი ჩაატარა
01-06-2021
-
+


„სიყვარულის დღე“ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლაში ქართულის მასწავლებელმა ხათუნა ფერაძემ პროექტ-გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილი საინტერესო იყო, პედაგოგმა მწერლების მოსაზრებები გააერთიანა, თუ ვინ რას ფიქრობდა სიყვარულზე და მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში ინტერესით ჩართო.

„სიყვარული ადამიანში იბადება, მაგრამ მასში კი არასდროს სრულდება“, „სიყვარული, ცას ჰგავს, მას არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული“, „სიყვარული ისეთივე აწეწილია, როგორც ცხოვრება“ და მაინც, რა არის სიყვარული? სიყვარული ფართო მცნებაა, რომელიც ყველას სხვაგვარად ესმის და სხვაგვარად შეიგრძნობს.

როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი იტყოდა, „მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!“. სიყვარული მრავალსახიანია - „ყველას ისე უყვარს, როგორც ძალუძს“. საკუთარი თავი, მშობლები, მეგობრები და უზენაესი ღმერთი - ყველა სხვადასხვანაირად გვიყვარს, განცდები და მდგომარეობა ამ დროს განსხვავებულია, მაგრამ საბოლოოდ, ყველას სიყვარულს მაინც სიყვარული ჰქვია. სიყვარული ქარბორბალაა - ზუსტად არავინ იცის როდის და ვინ შეუყვარდება, ანდა რომელი სიყვარული ეწვევა ზემოთ ჩამოთვლიდან, მაგრამ ის კი იციან, რომ ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება. როგორც ამბობენ, „სიყვარული რწმენას ჰგავს, მაშინ პოულობ, როცა ყველაზე ნაკლებად ელი“. „სიყვარული ლატარიია და ვინც მოიგებს - სიკვდილს მოიგებს“ - ამბობდა რემარკი. ზუსტად არ ვიცი, რას გულისხმობდა, მაგრამ სავარაუდოდ იმაზე გვაფრთხილებდა, რომ სიყვარული და იმედგაცრუება, უერთმანეთოდ არ არსებობენ. როცა უყვარდება, ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში, რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა, რომ მისი სიყვარული სამუდამო იქნება და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს, მაგრამ მარადიული ხომ არაფერია? აი, აქ იბადება იმედგაცრუება. „სიყვარული ყველაზე მომაკვდინებელია მომაკვდინებელ სენთაგან - კვდები მაშინაც, როდესაც გიყვარს, და მაშინაც, როცა უსიყვარულოდ ცოცხლობ“ მაშ, რაში გვჭირდება სიყვარული, იკითხავთ თქვენ, თუ ტანჯვა–წამების მოტანაც შეუძლია? - არ ვიცი. ანდაც საერთოდ, რა ვიცი სიყვარულზე? - ბევრი არაფერი. მე ვიცი, რომ ის ჩემს მკერდში ჟრჟოლავს, დაუპატიჟებლად და დაუმორჩილებლად. მე ვიცი, რომ ის არავის ინდობს - არც მდიდარს, არც ღარიბს, არც დამოუკიდებელს, არც დამოკიდებულს, არც თავდაჯერებულს, არც გაუბედავს... მე ვიცი, რომ სიყვარული გცვლის - თუ იღბლიანი ხარ, უკეთესობისკენ... მაგრამ ის, რაც ვიცი, არაა საკმარისი იმისთვის, რომ შევინარჩუნო კონტროლი, როდესაც მისი ძალის პირისპირ აღმოვჩნდები... რა ვიცი სიყვარულზე? - შეიძლება ბევრი არაფერი, მაგრამ სწორედ ამიტომაა ის ყველაფერი“, - აღნიშნავს პედაგოგი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება