TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, რომ სკოლაში შესწავლილი უნარებით ცხოვრების გზას გაიკაფავთ“ - თბილისის N152 საჯარო სკოლას 7 ოქროსმედალოსანი ჰყავს
31-05-2021
-
+


ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

ბოლო ზარი დაირეკა თბილისის N152 საჯარო სკოლაშიც და კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს:

„თბილისის N152 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებო! დღეს თქვენ, ყველანი, სკოლის ზღურბლთან დგახართ, თქვენს ცხოვრებაში უამრავი გზა არსებობს და თითოეული თქვენგანი საკუთარ გზას აირჩევს; ეს დღეს, გუშინ კი... ვიხსენებთ თქვენს ბავშვობას, სკოლაში მოსვლას,  გაოცებული, დამფრთხალი თვალები, დედის კალთაზე ჩაბღაუჭებული ხელი... ღიმილით დაგხვდით, კლასებში წაგიყვანეთ და დაიწყო თქვენი ცხოვრების ერთი ეტაპის ისტორია.

თქვენი პირველი მასწავლებელი - თბილი და მოსიყვარულე;  შემდეგ დამრიგებელი - ბოლომდე თქვენი ერთგული და მასწავლებლები - მკაცრები, მაგრამ „თქვენიანები“... სკოლა ყოველთვის გაძლევდათ სიყვარულსა და სითბოს, დღეს კი სკოლის ისტორია მთავრდება, ბავშვობა გაუბედავად გიქნევთ ხელს... ყველა ბილიკი არ იქნება გლუვი, არც ცხოვრების ამინდი იქნება ყოველთვის მზიანი და წყნარი, მაგრამ გვჯერა, რომ სკოლაში შესწავლილი უნარებით ცხოვრების გზას გაიკაფავთ.
თქვენთან განშორება ძნელია, სევდასა და სიხარულს აერთიანებს, ახლა უკვე „დიდობის“ სამყაროში გადადიხართ, ხელს გიშვებთ, თვალსა და გულს გაყოლებთ, გიშვებთ და  საგზლად გატანთ ენის, მამულისა და სარწმუნოების უდიდეს სიყვარულს 
რთულ პირობებში მოგიწიათ სკოლის დამთავრება, უდიდესი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, ამიტომ უფრო ამაყად ვამბობთ, რომ 7 ოქროსმედალოსანი გვყავს.

გზას დაგილოცავთ, ბავშვებო, გვეამაყებით, ჩვენო კურსდამთავრებულებო, გისურვებთ საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული არასოდეს დაგეკარგოთ, გახსოვდეთ, რომ წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია“, - აღნიშნულია თბილისის N152 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება