სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი დღე ისვენებენ სკოლები მაისში?
07-05-2021
-
+



მაისი სკოლებისთვის დასვენების თვე გამოდგა. ამის მიზეზი კი პანდემიაა. სააღდგომო არდადეგები გახანგრძლივდა და საყოველთაო უქმე დღეები 13 მაისს დასრულდება. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები იმაზე მეტ დღეს დაისვენებენ, ვიდრე ეს ზოგადი სასწავლო კალენდრით არის განსაზღვრული. 

გაზრდილმა დასვენებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგი თვლის, რომ 6 დღე არაფერს დააკლებს სასკოლო პროგრამას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პანდემიური წლების შემდეგ, ეს უქმეები კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება მოსწავლეთა განათლებაზე. არიან ისეთებიც, რომელთათვისაც, დასვენების დღეების რაოდენობაც კი საკამათოა.  აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დაგვეთვალა, რამდენი დღე ისვენებენ სკოლები მაისში? 

როგორც იცით, მაისში უქმე დღეებად, 9, 12 და 26 მაისია გამოცხადებული. იქიდან გამომდინარე, რომ აღდგომა მაისში მოუწია და ამას პანდემია ემატება, სკოლებს დასვენების დღეები გაეზარდათ. 3 უქმე დღის ნაცვლად, ისინი 9 დღეს ისვენებენ. უფრო კონკრეტულად, 3 მაისი მიცვალებულთა ხსენების დღე, 4-დან 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეები და 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე. 

უქმე დღეების დამატება, ავტომატურად იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის გარკვეულ ცვლილებასაც და ამის შესახებ სკოლებმა რეკომენდაციები მიიღეს. დოკუმენტის თანახმად, გასავლელ საკითხებს თავად მასწავლებელი განსაზღვრავს. 

გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ სასწავლო წელი არ გახანგრძლივდება და დასვენებების სიუხვის მიუხედავად, 15 ივნისს დასრულდება. როგორ მოახერხებენ სკოლები დასახული მიზნების მიღწევას, ეს მათზეა დამოკიდებული.

ბედნიერ უქმეებს გისურვებთ!

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება