| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როგორ უნდა აანაზღაურონ სკოლებმა უქმე დღეები და მიაღწიონ იმ მიზანს, რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ? - აღნიშნულ საკითხზე განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ უწყებამ სკოლებს დეტალური რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა.
მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ განმარტა, რომ არ იგეგმება 2020-2021 სასწავლო წლის გახანგრძლივება.
„მოგეხსენებათ, ხანგრძლივი პერიოდით დასვენების დღეები გამოცხადდა. შესაბამისად, ჩვენ, ვიმუშავეთ გარკვეულ რეკომენდაციებზე. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, რომ სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს, იმ დღეს, რა დღესაც ტრადიციულად სრულდება.
სწორედ იმ 6 სასწავლო დღესთან დაკავშირებით, რომელიც დასვენების დღედ გამოცხადდა, ამასთან დაკავშირებით უკვე მომზადებული რეკომენდაციები დაეგზავნათ სკოლებს... როგორ უნდა მოახდინონ იმ მიზნებს მიღწევა, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა თითოეულ სკოლას. მათ შეუძლიათ ინდივიდუალურად დააორგანიზონ - საგაკვეთილო პროცესი, გამოიყენონ რამოდენიმე საათის დამატებით, გამოიყენონ შაბათი დღე ან თუნდაც ამ სასწავლო დღეების და საათების გამოყენებით როგორ შეძლონ იმ შედეგის მიღწევა რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ. ყველა ეს რეკომენდაცია დეტალურად არის გაწერილი. ყველა სკოლას აქვს მიწოდებული და დარწმუნებული ვარ, ისინი ინდივიდუალურად იმუშავებენ სასწავლო გეგმის გარშემო და 15 ივნისს ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში დაასრულებს სასწავლო პროცესს“, - აღნიშნავს ეკა დგებუაძე.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას