სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრი სკოლებში რეგულაციების გადახედვასა და პედაგოგთა ვაქცინაციაზე
22-04-2021
-
+


სკოლაში ინფიცირების ფაქტები იზრდება. თუმცა, მაინც ხომ არ იგეგმება რეგულაციების გადახედვა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დახურულ სივრცეში ვარჯიშობენ? - აღნიშნულ კითხვას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა:

„ეს არის ისეთი რეგულაციები, რომლის გადახედვაზე მსჯელობაც ძალიან რთულია ეპიდემიის პირობებში.  ვინაიდან პირბადე - ეს არის თითქმის ერთადერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც ჩვენ დღეს საუკეთესოდ გვიცავს. თვითონ სასწავლო პროცესის გამართულ მუშაობასთან მიმართებაში, რაც იგეგმება და რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ განათლების სამინისტროსთან ერთად, ეს არის პედაგოგების იმ ჯგუფის ვაქცინაცია, რომელსაც დღესდღეობით და თავიანთი ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე ეკუთვნით ვაქცინა. აქედან გამოვლენილი იყო 30 000-მდე პედაგოგი, რომელიც არის 55 წელს ზევით და მათ ეკუთვნით ვაქცინაცია, ასევე არის სკოლამდელი ასაკის დაწესებულებების, 10 000-ზე მეტი აღმზრდელი, რომელთაც ასევე ეკუთვნით ვაქცინაცია. ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ამ პირების ვაქცინაცია, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის უსაფრთხო გაგრძელებას. ბავშვების შემთხვევაში, ჩვენ კვლავ გვრჩება ერთადერთი გამოსავალი - სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და პირადი ჰიგიენა, რომელზეც უკვე ადგილზე უნდა იზრუნოს სკოლამ და პედაგოგმა“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ზე. 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება