სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეტალონი“ ასპარეზს სკოლის დირექტორებს უთმობს
23-04-2021
-
+



„ეტალონი“ სკოლის დირექტორებს უთმობს ასპარეზს. კვირას, 25 აპრილს 17:00 საათზე „ეტალონის“ თანამოაზრე სკოლის დირექტორები ონლაინ შეიკრიბებიან და სახალისო თამაშში ჩაერთვებიან. ეს „ეტალონის“ გუნდის უპრეცედენტო LIVE პროექტების გაგრძელებაა.

როგორც უკვე იცით, გადაცემებს ინტერაქტიულ-შემეცნებითი ხასიათი აქვს და სამი LIVE უკვე წარმატებით და დიდი აქტიურობით ჩატარდა. პირველი გადაცემა 31 იანვარს, მეორე ეთერი 28 თებერვალს შედგა, ხოლო მესამე  კი 28 მარტს ჩატარდა.

„ეტალონის“ გუნდი LIVE გადაცემებს თავისი პროექტის უცვლელ თანამოაზრეებთან ერთად ახორციელებს და პროექტებში ახალ მეგობრებსაც რთავს - მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება და ვისაც მოსწავლე-ახალგაზრდების ბედი აღელვებს. LIVE​-ს უცვლელი წამყვანი და პროექტების ავტორი - გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

გადაცემები LIVE რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ „ეტალონის“ ფეისბუქ-გვერდზე და ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე ETALONI.GE.

ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, პირდაპირ ეთერში გადის სამი გადაცემა. 

წარმატებით და დიდი ჩართულობით დასრულდა „აბიტურიენტთა  თანავარსკვლავედი“. ეს იყო უნიკალური დისტანციური ONLINE ინტელექტუალური ინტერნეტ გადაცემა-თამაში, მეყსეული ONLINE შეფასებებით და იქვე გამოვლენილი გამარჯვებულებით.

„გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე არის ONLINE ინტელექტუალური გადაცემა - საინტერესო სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლების პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანებისთვის, მზრუნველი ოჯახებისთვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის. 25 აპრილს ამ გადაცემას 15:00 სთ-ზე იხილავთ.

„საქართველოს  SUPER ოჯახები კი გახლავთ უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში სახლიდან გაუსვლელად, ყველასთვის თანაბარ პირობებში; დიდი ოჯახური სამზადისი, მხიარულება, ემოციები და მეყსეული ONLINE შეფასებები; გუნდურობის უპირატესობა, განსხვავებული ასაკისა და თაობის ადამიანთა თანამოაზრეობისა და ინტელექტის შედეგები და „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელების გამოვლენა-წახალისება! SUPER ოჯახების ინტელექტუალურ შერკინებას შეგიძლიათ 25 აპრილს 13:00 სთ-ზე მიადევნოთ თვალი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება