სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების უნარები - მთავარი პრობლემა ელექტრონული ჟურნალის დანერგვისას
11-05-2021
-
+


ახალი სასწავლო წლიდან ელექტრონული ჟურნალის წარმოება სკოლებისთვის სავალდებულო ხდება და მან მატერიალური ჟურნალი საბოლოოდ უნდა ჩაანაცვლოს, თუმცა უხარისხო ინტერნეტკავშირს, თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტი ემატება და შესაძლოა სექტემბრიდან სკოლები, განსაკუთრებით, მაღალმთიანეთში, არაერთი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი, ნინო ეფხოშვილი განმარტავს, რამდენად მზადაა სისტემა ამ რეფორმისთვის:

„ინტერნეტის პრობლემა, ტექნოლოგიები არის ის გამოწვევა, რომელზეც ვმუშაობთ. მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა საჯარო სკოლის Wi-Fi-თ უზრუნველყოფა. მაღალმთიან რეგიონებში ყველა საჯარო სკოლაში არის ინტერნეტი თუმცა ამინდის ცვალებადობა და გარკვეული გარეფაქტორები ქმნის ხარვეზებს და ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეს სიტუაცია, როდესაც ელექტრონული ჟურნალი გახდება სავალდებულო და მატერიალური აღარ იარსებებს, გავითვალისწინებთ ასეთ მოცემულობასაც და გვექნება გასხვავებული მიდგომები სხვადასხვა სკოლის შემთხვევაში.

იქ, სადაც არ არის Wi-Fi თუ შესაბამისი მოწყობილობები, ვერ მოვთხოვთ პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციას, გაკვეთილზე შესვლისთანავე აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი და დაწერონ მოსწავლეების შეფასებები. თუმცა ამასთან ერთად, მთავარი პრობლემა და გამოწვევაა მასწავლებელთა უნარები  - ელექტრონული ჟურნალის დანერგვისას გამოიკვეთა ტექნიკური ხარვეზები, თუმცა მსგავსი დაფიქსირებული ინციდენტების 80 პროცენტი იყო არასწორად ჩანიშნული შემაჯამებელი წერის ნიშანი - ის გაკვეთილს ჰქონდა მიწერილი და და მოგეხსენებათ შედეგი სემესტრულ ნიშანზე განსხვავებულად აისახება.

რაც შეეხება კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას, მუდმივ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას მასწავლებლებსა და დირექციას; ასევე არსებობს ვებინარები და ვცდილობთ, ეს იყოს ცოცხალი პროცესი, მათ მიერ დასმულ კითხვებს სწრაფად ვუპასუხოთ და მოვახდინოთ რეაგირება იმ პრობლემებზე, რომლებსაც პედაგოგები აწყდებიან“.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება