სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

​მასწავლებლები 2 მთავარი კრიტერიუმით შეფასდებიან - ბერიკა შუკაკიძე რეგულირების წესზე
22-04-2021
-
+


საკლასო ოთახი და გამოცდა არის ის ორი ძირითადი ინდიკატორი, რომლის საშუალებითაც პედაგოგები შეფასდებიან მასწავლებელთა რეგულირების წესის ამოქმედების შემდეგ- აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2019 წელს დაანონსებული მასწავლებელთა რეგულირების წესის შემუშავება პანდემიის გამო ვერ მოხერხდა, რადგან პრაქტიკოსმა პედაგოგებმა ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა.

„რეგულირების წესის ამოქმედების გადავადება გამოიწვია იმან, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს პანდემიის გამო არ მიეცათ საშუალება (გამოცდაზე გასულიყვნენ). პანდემიამ ისე გაართულა სიტუაცია, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს მიეცათ მეტი შანსი რომ კიდევ გასულიყვნენ გამოცდაზე.

პანდემიის გამო სქემის გარდამავალი დოკუმენტი, რომელიც ახლა მოქმედებაში გვინდოდა, რომ უფრო მეტი დროით ყოფილიყო, რათა აზრი გვეკითხა მასწავლებლებისთვის და განათლების ექსპერტებისთვის.

ჩვენ დაახლოებით 21 ათასი მასწავლებელი გამოვკითხეთ, შევხვდით ყველა სკოლის დირექტორს ონლაინ, ზუმის საშუალებით ჩავატარეთ კვლევა. ახლა განათლების ექსპერტებთან გვინდა შევაჯამოთ საკითხი, რის შემდეგაც სახელმწიფო კომისიას წარვუდგენთ დოკუმენტს, თუ როგორი ტიპის უნდა იყოს მასწავლებელთა რეგულირების წესი“, - აღნიშნავს მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი.

შუკაკიძე აღნიშნავს, რომ რეგულირების წესში მაქსიმალურად გაუქმდება ბიუროკრატიული მექანიზმები. 

„ძირეული ცვლილება იქნება ერთადერთი - თითქმის ნულამდე დავა ბიუროკრატიული მექანიზმები: ატვირთვა, ჩამოტვირთვა, კრედიტქულები, რაღაცების დათვლა, გამოთვლა და ა.შ.

ყველა ღონისძიება რითაც მასწავლებლის საქმიანობა შეფასდება დამოკიდებული იქნება საკლასო ოთახის საქმიანობაზე. მხოლოდ საკლასო ოთახში საქმიანობით და გამოცდებით შეფასდებიან მასწავლებლები“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება