მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის I- IV კლასებში თემაზე - „დედასავით შეიყვარე - აი ია“ კლასის საათი ჩატარდა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ქართული ენის შესახებ ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები და ამ დღის მნიშვნელობა აღნიშნეს.
14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“