TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ცოდნა გვანიჭებს უნარს სიამოვნებით ვაკეთოთ ჩვენი საქმე, სიკეთე და დავრჩეთ ადამიანებად“-დარიკო ხვედელიძე, დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი
12-04-2021
-
+


რა არის სკოლა, რას ანიჭებს ცოდნა და რას სჭირდება მომავალ თაობას; რაში ეხმარება დირექტორობა და რას ახსენებს საკუთარ თავს ყველაზე ხშირად  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის - დარიკო ხვედელიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ჩემი მეორე ოჯახი. მასზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არაფერია. ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთთან თანაცხოვრებას, ურთიერთობას სწავლობენ. ჩემი აზრით, მოსწავლის  სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული საგნის მეცნიერულ დონეზე სწავლა. სკოლა ცოდნის ტაძარია, სადაც  უნდა შეიძინო უამრავი სხვადასხვა უნარი, რათა შეძლო საზოგადოებაში არსებობა.

- ცოდნა გვანიჭებს...
 - თავისუფლებას, სიამოვნებას, დამოუკიდებლად ცხოვრებისა და კრიტიკულ - ანალიტიკური აზროვნების უნარს. გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ უფრო წარმატებულნი, ვიდრე ვართ დღეს. ცოდნა გვანიჭებს უნარს  სიამოვნებით ვაკეთოთ ჩვენი საქმე, სიკეთე და დავრჩეთ ადამიანებად.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- ზრუნვა, სითბო, სიყვარული, ერთგულება, თანადგომა, ჯანსაღი ურთიერთობები, თავდაჯერებულობა, დამოუკიდებლობა, საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების გაცნობიერება და რეალიზება ცხოვრებაში.

- როდესაც მოსწავლე  ვიყავი...

- ვიყავი ლაღი, თავისუფალი და ცელქიც, როგორიცაა ნებისმიერი მოაზროვნე ბავშვი.

- დირექტორობა მეხმარება...

- საკუთარი თავის რეალიზებაში, მუდამ ვიყო მოზარდი თაობის გვერდით და მათ თანატოლად ვიგრძნო თავი. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. სიამოვნებას მანიჭებს სხვების დახმარება. ვცდილობ, უფრო მეტი პასუხისმგებლობით  გავიაზრო მოსწავლეების საუკეთესო ინტერესები და მათ საჭიროებებზე მორგებულად დავგეგმო სასწავლო პროცესი. 

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ შეცდომა და მარცხი ადამიანურია და ის უფრო ძლიერია, ვინც თუნდაც ბევრჯერ წაიქცა და ისევ წამოდგა, ვიდრე ის, ვინც არასდროს წაქცეულა. 

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- შრომა, მონდომება, მიზანდასახულობა, საქმისადმი სიყვარული, მუდმივად ზრუნვა განვითარებისთვის: კრეატიულობა  განსხვავებული ხედვები, ენთუზიაზმი, საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება; ყველაზე მთავარი კი რწმენაა. უნდა გვჯეროდეს. თუ მოვისურვებთ ყველაფერი მიღწევადია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება