TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვისაც საქმის კეთება უნდა, მინიმუმზე მეტს მაინც გააკეთებს“, - ნარგიზა ტყეშელაშვილი​, ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი
08-04-2021
-
+


სკოლის დირექტორობა მარტივი არაა, თუმცა მაშინ, როდესაც საყვარელი საქმისა და განათლებული მომავალი თაობების სადარაჯოზე დგახარ, ყველა გამოწვევას ღირსეულად უმკლავდები, ისე, როგორც, ეს პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლებისას მოხდა. ახლა კი სკოლების დირექტორები თავის გამოცდილებას გვიზიარებენ, აბიტურიენტებისთვის რჩევებსაც არ იშურებენ, ელეექტრონულ ჟურნალსაც აფასებენ და რაც მთავარია, კოლეგა-დირექტორებს ამხნევებენ. ვანის მუნიციპალიტეტის, ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზა ტყეშელაშვილი, Etaloni.ge-სთან აქტუალურ კითხვებს პასუხობს.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ჩემი აზრით მისასალმებელია, მეტი პასუხისმგებლობით შეხედავენ სკოლას, მხოლოდ რეპეტიტორზე არ იქნებიან დამოკიდებულები და სკოლის ავტორიტეტი ამაღლდება. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სკოლაზე  დადებით გავლენას იქონიებს.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?

- ჩვენს სკოლაში ისწავლება პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა; არჩევითი სექტორიდან მეცხრე კლასში ოთხი სესია პირველ სემესტრში, მეთერთმეტე კლასში ოთხი სესია პირველ სემესტრში და ოთხი სესია მეორე სემესტრში. ფაქტობრივად, ვამზადებთ, მარცვალს ვდებთ მოსწავლეებში მომავალი პროფესიის დაგეგმვასა და არჩევაში. უკვე ხუთი წელია, ეს იკითხება ჩვენ სკოლაში, მეექვსე წელი დაიწყო ახლა და გასვლით პრაქტიკებს ვგეგმავთ პროფესიულ სასწავლებლებში, ორგანიზაციებში, რათა ესა თუ ის წარმოდგენა შეექმნათ პროფესიებზე. ამ მიმართულებით კარგი შედეგი გვქონდა. ზოგიერთ მოსწავლეს პროფესიული განათლება უნდა - სტილისტიკა აირჩია, სოფლის მეურნეობის მიმართულება, მაგალითად, მეფუტკრეობა და ისინი ძალიან კმაყოფილები არიან.

ამ ეტაპზე ჩვენს სკოლას რეაბილიტაცია უტარდება, სხვა სკოლაში ვართ შეხიზნულები, ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე ვართ და აქედან გამომდინარე, გარკვეული აქტივობები შეზღუდული გვაქვს. ვფიქრობ, აბიტურიენტებმა დარჩენილი დრო ნაყოფიერად უნდა გამოიყენონ, მასწავლებლებთან ხშირი კომუნიკაცია იქონიონ, რა საგნებიც სჭირდებათ, მეტად მიაქციონ ყურადღება. და ჩვენი პედაგოგებიც მზად არიან, დაეხმარონ მათ.  

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.

- ვახერხებთ ელექტრონულ ჟურნალში მუშაობას, სისტემა ფაქტობრივად, გაიმართა. თავდაპირველად, იყო პრობლემა, თუმცა სიახლეებს გვერდს არ ვუვლით, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავნერგოთ და მეტი გამოცდილება შევიძინოთ.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- მიუხედავად იმისა, რომ რთულია პანდემიის პერიოდში დისტანციურად სკოლის მართვა, ამაზე რთული მდგომარეობა გავიარეთ წინა საუკუნეში, ვისაც საქმის კეთება უნდა, ყველა სიტუაციაში მაქსიმუმს თუ არა მინიმუმზე მეტს მაინც გააკეთებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება