| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა არის სკოლა, რას ანიჭებს ცოდნა და რას სჭირდება მომავალ თაობას; რაში ეხმარება დირექტორობა და რას ახსენებს საკუთარ თავს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის დირექტორის ეკატერინე კაცაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სკოლა არის. . .
- მოსწავლის მეორე სახლი მომდევნო 12 წლის განმავლობაში. ადგილი, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ურთიერთობებს, იძენენ ცოდნას, ყალიბდებიან პიროვნებებად. აქ იქმნება ქვეყნის მომავალი.
- ცოდნა გვანიჭებს. . .
- ძალას ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები და ვიმოქმედოთ უფრო გაბედულად. ავიხდინოთ ოცნებები, გვაძლევს საფუძველს წინსვლისთვის.
- მომავალ თაობას სჭირდება. . .
- მაღალი ხარისხის განათლება, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი გარემო, მიზანდასახულობა და მიღებული განათლების შესაბამისად გამოყენება.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . .
- ხშირად ვფიქრობდი მომავალზე, ვინ უნდა გამოვსულიყავი, შევძლებდი თუ არა საკუთარი თავის რეალიზებას. ყოველთვის მსურდა მცოდნოდა უცხო ენები და ბევრი მემოგზაურა რაც ნაწილობრივ ავისრულე.
- დირექტორობა მეხმარება. . .
- შევქმნა ისეთი გარემო, სადაც კომფორტულად იგრძნობენ თავს როგორც მოსწავლეები ისე მასწავლებლები, რათა სწავლებაც და სწავლაც იყოს ხარისხიანი და ეფექტური.
-საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .
- რომ ერთ დროს მეც ამ მოსწავლეების ტოლი ვიყავი და რომ ახლა რადიკალურად სხვა რეალობაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო.
-წარმატებისთვის აუცილებელია. . .
-მიზანდასახულობა, თავდაუზოგავი შრომა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა