TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კარგი იქნება თუ უნივერსიტეტში ჩარიცხვისას სკოლის საშუალო ქულები იქნება გათვალისწინებული“-მაია ჯაბაური, თბილისის N165 სკოლის დირექტორი
08-04-2021
-
+


რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, მისი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge თბილისის N165 საჯარო სკოლის დირექტორის მაია ჯაბაურის მოსაზრებას გთავაზობთ. 

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

- სკოლის საშუალო ქულები კარგი იქნება თუ გათვალისწინებული იქნება უნივერსიტეტში ჩარიცხვისას. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?

- აბიტურიენტები კარგად უნდა დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას. რა მიმართულება უნდათ, როგორც მშობლების, სკოლის, ზოგადად სოციუმის რჩევები შეიძლება მოისმინოს და გაითვალისწინოს ადამიანმა, მაგრამ პროფესიას რაც შეეხება 17-18 წლის ასაკი არის ის პერიოდი, რომ კარგად უნდა დაფიქრდეს და გარკვეული გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს.  დარჩენილი დრო  გამოცდებამდე გამოიყენონ ეფექტურად. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- კარგი იქნება ელექტრონული ჟურნალი, მაგრამ პარალელურად ორივე ჟურნალი რთულია. ჩემი პედაგოგები უკვე კარგად აეწყვნენ და არ საჭიროებენ დახმარებას მუშაობის პროცესში.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- მუდმივი კომუნიკაცია მაქვს მშობლებთან, გამოკითხვა ერთი თემაა მაგრამ უშუალოდ კომუნიკაცია მშობლებთან მეორე თემაა. აბსოლუტურად ყველა კლასში ვხვდები მშობლებს, ვკითხულობ რა ხარვეზებია სკოლის მხრიდან, ვისმენ მათ რჩევებს, მოსაზრებებს, თუნდაც მათ შენიშვნებს. მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო თანამშრომლებთანაც მაგალითად ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით ჩვენ ერთად გავიარეთ ყველაფერი, ყველა საფეხური. მოკლედ სწორი, მუდმივი  და ჯანსაღი კომუნიკაცია ნებისმიერი რგოლის წარმომადგენელთან არის მნიშვნელოვანი.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება