სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორი უნდა იყოს ლიდერი და სიახლეების მიმღებლობა ჰქონდეს“ - ქუთაისის N6 საჯარო სკოლის დირექტორი დიმიტრი ქარსელაძე
08-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge ქუთაისის N6 საჯარო სკოლის დირექტორის დიმიტრი ქარსელაძის მოსაზრებებს გთავაზობთ: 

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- დიახ, ეს ინიციატივა გაზრდის სკოლის მნიშვნელობას, სკოლის ავტორიტეტი გაიზრდება, უფრო მეტად დაკავდებიან მეთორმეტე კლასელები, ახლა ორიენტირებულები არიან მხოლოდ კონკრეტულ საგნებზე. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- მომავალი პროფესიის არჩევისას ყურადღება მიაქციონ საჭირო პროფესიას, რომელიც გამოყენებადია, მათი საცხოვრებლ ადგილას არის მოთხოვნადი და შესაბამისი. ვინც ფიქრობს, რომ იურიდიული, ეკონომიური, ან სამედიცინო არის პრესტიჟული მერე ვერ ახერხებენ სიღრმისეულ გათვითცნობიერებას ან უბრალოდ ადგილი არსებობს სამუშაო. დრო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და მაქსიმალურად გამოიყენონ, სკოლაში მეცადინეობით და დამატებითაც. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.

- არ იქნება ცუდი ნამდვილად, ელექტრონული ჟურნალის შემთხვევაში მნიშვნელოვანია არამარტო დოკუმენტი დარჩეს სკოლაში, არამედ ელექტრონულ ჟურნალში მშობელს შეუძლია ნახოს თავისი შვილის ნიშნები, აქ კეთდება თვითონ მოსწავლისთვის, რომლის ნახვაც მშობელს შეეძლება ყოველდღიურად. ჩემი პედაგოგები მუშაობენ ჩვეულებრივ მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება უკვე და არ საჭიროებენ დახმარებას. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- დირექტორებს ვეტყოდი ის რომ შეუძლებელი არაფერია და ფეხი აუწყონ სიახლეებს. დირექტორი უნდა იყოს ლიდერი და სიახლეების მიმღებლობა ქონდეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როცა განათლება დღესასწაულია - izrune.ge-მ პროექტის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ბათუმში ჩაატარა

ძლიერი სიცხის გამო დაიხურა ბაღები და სკოლები - საფრანგეთში „წითელი" დონე ამოქმედდა

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ქრისტიან ანდერსენის სიტყვები - „იქ, სადაც სიტყვები უძლურია, მუსიკა ლაპარაკობს“

„ვულოცავთ, თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ სასწავლო გზაზე“

სკოლაში, მეშვიდედან მეცხრე კლასის ჩათვლით ჩატარდა კვლევა მედიაწიგნიერების ცნობიერების ხარისხის დასადგენად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება