TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა სირთულეებთან გამკლავება და მათი დაძლევის გზების მოძიება“-ახალციხის N3 სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა
07-04-2021
-
+


რა დაანახა კოვიდ პანდემიამ, როგორ ახასიათებს 2020 წელს, რა უხარია მასწავლებლებისგან და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge -სთან ახალციხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვას ბლიც-ინტერვიუში საუბრობს:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

 - რომ განათლების სისტემას ახალი კადრები სჭირდება. ბევრი მუშაობაა საჭირო მასწავლებლებთან, მშობლებთან და უფრო მეტი მოსწავლეებთან.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

 -  ფორსმაჟორულ პირობებში მუშაობა სირთულეებთან გამკლავება და მათი დაძლევისათვის გზების მოძიება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

 -  ეს წელი იყო განათლების სისტემის ახალ რელსებზე გადაწყობის წელი. დაიხვეწა უამრავი მეთოდი. შევისწავლეთ სხვადასხვა პროგრამები.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

 -  რომ მათ შეძლეს კომპეტენციის ამაღლება ციფრულ ტექნოლოგიებში და აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა ვებ-ინსტრუმენტებსა და ელექტრო რესურსებს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

 -  მათი ნეგატიური დამოკიდებულება სწავლისადმი.

- მშობლებს ვურჩევდი...

 -  მეტი ყურადღება დაუთმონ შვილების აღზრდას. მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა არ არის საკმარისი.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

 -  როგორ შეიძლება უფრო საინტერესო სახალისო და აქტიური გავხადოთ სასკოლო ცხოვრება, რომ უკეთესი მომავალი თაობა აღვზარდოთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება