TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ ადამიანს პროფესია უყვარს, უნდა გამხნევდეს, იბრძოლოს და გამძლეობა ჰქონდეს“ - აჭის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან კაკალაძე
07-04-2021
-
+


რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას და ონლაინ სწავლებას - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლის დირექტორის რუსუდან კაკალაძის მოსაზრებას გთავაზობთ:

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?
- ძალიან კარგია საზოგადოების ჩართულობა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში. განსაკუთრებით  მნიშვნელოვნად პედაგოგების ჩართულობა მიმაჩნია. იმიტომ, რომ საჭიროა სახელმძღვანელოები გადაიხედოს, უფრო დაიხვეწოს და თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოვიდეს. ყველა ნიუანსი უნდა გათვალისწინებული იყოს, მოსწავლეთა ასაკი და ა.შ.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?
- რა თქმა უნდა, ზოგჯერ საჭიროებენ დახმარება, მაგრამ უმეტესმა კარგად აითვისა. ელექტრონული ჟურნალი კარგია, რადგან ყველაფერი მიდის წინ,ტექნიკა ვითარდება და ეს აუცილებელი თანმდევი პროცესია. მატერიალური ჟურნალიც უნდა იყოს რაღაც დოზით, მაგრამ ელექტრონული ჟურნალი უფრო იხვეწება და თანდათან უფრო კარგი იქნება.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებით გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?
- თუ ადამიანს პროფესია უყვარს უნდა გამხნევდეს, იბრძოლოს და გამძლეობა ჰქონდეს. ვუსურვებ ყველას ჯანმრთელობას, მოვუწოდებ იმუნიზაციისკენ რომ გადავურჩეთ კოვიდ ვირუსს. ჩემ სკოლაში მე-5 კლასიდან ყველა მოსწავლეს აუცილებლად უკეთია პირბადე. მოსწავლეებს თუ სახლში რჩებათ მომზადებული მაქვს და აუცილებლად ვაძლევ. მკაცრად ვიცავთ რეგულაციებს, თერმოსკრინინგს მუდმივად ვატარებთ. ვცდილობ, რომ ყველა წესი და რეგულაცია მკაცრად დავიცვათ, რომ არ მოგვიწიოს დისტანციური სწავლება. ყოველ მე-15 დღეს მასწავლებლები კოვიდ ტესტირებას გავდივართ. ვემზადები აცრისთვის, რადგან 70 წელს გადაცილებული ვარ და მიმაჩნია, რომ იმუნიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება