სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორებს ვურჩევდი, ერთი წუთითაც არ დაიხიონ უკან!“, - ნოდარ გოგმაჩაძე, გვარას საჯარო სკოლის დირექტორი
06-04-2021
-
+


როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას და ონლაინ სწავლებას, რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, რას ურჩევდა აბიტურიენტებს  - აღნიშნულ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ქობულეთის მუნიციპალიტეტის, გვარას საჯარო სკოლის დირექტორის, ნოდარ გოგმაჩაძის  მოსაზრებას გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- მივესალმები ამ ინიციატივას, კარგი იდეაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ ძალიან ადრეა. რადგან ჩვენი მშობლები, საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ შეიგნონ და გაიგონ თავიანთი შვილების შესაძლებლობები. ამას აკეთებს ბევრად განვითარებული ქვეყნები, არა მარტო ეკონომიკურად, არამედ სხვა გაგებითაც.  თუ ბავშვს სწავლა არ შეუძლია, მშობელი უნდა მიხვდეს, სხვა რამ შეასწავლოს პროფესიული. ჩვენთან ჯერ ისევ არის სტერეოტიპი - თუ უმაღლესი არ დაამთავრა ბავშვმა, სხვანაირად უნდა იქნას აღქმული საზოგადოების მიერ. ვფიქრობ, ამ ცნობიერების ამაღლებას რამდენიმე წელი დასჭირდება. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- პირველ ყოვლისა, აბიტურიენტებს ვურჩევდი, ყველა სასკოლო საგანი ისწავლონ საშუალოზე უკეთ, რადგან დღეს წარმოუდგენელია, ადამიანი იყოს ინჟინერი  და არ იცოდეს  გეოგრაფია. წარმოუდგენელია, ადამიანი იყოს მასწავლებელი და არ იცოდეს, რა არის პოლიტიკა; არ ვამბობ, რომ პოლიტიკაში  იყოს ჩაფლული, მაგრამ უნდა იცოდეს რა არის პოლიტიკა. ნებისმიერმა ექიმმა, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, უნდა იცოდეს, რა ხდება მსოფლიოში. აბიტურიენტებმა გამოცდებამდე უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, რათა  დარწმუნებულნი იყნენ თავიანთ ცოდნაში. არ ვამბობ, რომ უმაღლესი განათლების გარეშე ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ როცა ამ საქმეს შეეჭიდები, უნდა იყო მისი ღირსი; უნდა შეგეძლოს ბრძოლა მომავლისთვის - ახლის ძიება და ძველის გამოყენება. ამისთვის საჭიროა კიდევ და კიდევ სწავლა! წიგნიერი განათლება არის უკონკურენტო და აუცილებელი.  თუ ხარ მათემატიკოსი უნდა იცოდე მათემატიკა ბრწყინვალედ. 

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- თუ ვიტყვით, რომ საზოგადოება ნაკლებად არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში, არ არის აუცილებელი  ამ პროცესში ჩართულობა. არ ვამბობ, რომ არ არის აუცილებელი, იმ საკითხების სწავლა, რაც დღეს სახელმძღვანელოებშია, მაგრამ დაკავშირებული უნდა იყოს ეროვნულობასთან. არ შეიძლება, ეროვნულობა ჩვენ უკუვაგდოთ. ქართული სტუმარ-მასპინძლობიდან დავიწყოთ ბავშვის სწავლება.  არ იქნება გამართლებული, ეროვნულობა დავივიწყოთ და ევროპულობა გადმოვიღოთ სულ.

ყველა მშობელს ვურჩევდი, სახელმძღვანელოების არჩევაში ჩაერევიან, წინა პლანზე ეროვნულობა დააყენონ! საქართველო იმხელა კულტურის მატარებელია, რომელიც ბევრ ერს არ გააჩნია.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.

- ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ სკოლაში, 45 წელია ვასწავლი, 35 წელია სკოლის დირექტორი ვარ, მიმაჩნია, რომ  ელექტრონული ჟურნალის დანერგვა ეს არის ნორმალური სიტუაცია დღევანდელ ცხოვრებასთან შესაბამისობაში.  ასაკოვან მასწავლებლებს ცოტა გვიჭირს ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, თუმცა არ ნიშნავს, რომ არ დავნერგოთ. ბავშვებმა იციან ძალიან კარგად კომპიუტერი. ვფიქრობ, დროულია დავიწყოთ სიახლეების დანერგვა. ელექტრონული ჟურნალი ბევრი რაღაცით გამოგვათავისუფლებს ზედმეტი მუშაობისგან და იქნება ბევრად ობიექტური ვიდრე ჩვეულებრივი ჟურნალი. ყველანაირად ვემხრობი.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა-დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- დირექტორებს ვურჩევდი, ერთი წუთითაც არ დაიხიონ უკან! ჩვენი მიზანი და  პირდაპირი მოვალეობაა მომავალი თაობის აღზრდა. მომავალი თაობა ნიშნავს საქართველოსთვის ბრძოლას ამ რთულ სიტუაციაში, რასაც ახლა ვაწყდებით, მუშაობა უნდა გავაორმაგოთ. უნდა აღვზარდოთ ისეთი თაობა, ჩვენი საქმე მათ გააგრძელონ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება