TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტებს ვურჩევდი აირჩიონ პროფესია საკუთარი სურვილისა და მისწრაფებების მიხედვით“-სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მელია
06-04-2021
-
+


როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას და ონლაინ სწავლებას, რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, რას ურჩევდა აბიტურიენტებს  - აღნიშნულ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორის, რიმა მელიას მოსაზრებას გთავაზობთ: 

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?
- მივესალმები ამ ინიციატივას, აუცილებელიც კია რომ გათვალისწინებული იყოს სკოლის ნიშნები და მასწავლებლების რეკომენდაციები, რათა სკოლის როლი გაიზარდოს მოსწავლეთათვის. აუცილებელია მეტი სიახლოვე სკოლასთან. ბავშვს რომ ქონდეს მეტი მოტივაცია სკოლაში სწავლის.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- პირველ რიგში აბიტურიენტებს ვურჩევდი აირჩიონ პროფესია საკუთარი სურვილის და მისწრაფებების მიხედვით. რაში ხედავენ თავის თავს მომავალში, უფრო რეალიზებულები რა კუთხით იქნებიან. დარჩენილი დრო გამოიყენონ სწავლისთვის. ყურადღება მიაქციონ უფროსი თაობის მშობლების, პედაგოგების,  წარმატებული ადამიანების გამოცდილებას, როგორ მიაღწიეს მათ წარმატებას, რა გზა გაიარეს, გაიაზრონ და სასიკეთოდ გამოიყენონ მათი რჩევები. ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობაგარემოს აქვს. 

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?
-  ჩემი აზრით, საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში.გათვალისწინებული უნდა იყოს.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ელექტრონულ ჟურნალს შევაფასებდი 10-ზე. ჩემს სკოლაში თავიდან ცოტა ტექნიკური პრობლემა იყო, რადგან სოფელში ინტერნეტის პრობლემა გვქონდა. გავაკეთე გამაძლიერებლები დამატებით რომ ინტერნეტის პრობლემა მოგვარებულიყო, არის წვდომა ისე, რომ მუშაობა არ შეფერხდეს. თავიდან პედაგოგები უფრო მეტ ყურადღებას მატერიალურ ჟურნალს აქცევდნენ, მაგრამ ახლა მასში ძალიან კარგად მუშაობენ. პანდემიიდან გამომდინარე უკეთესია ელექტრონული ჟურნალი.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებით გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- სხვა დირექტორებს გავამხნევებდი რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! ცუდი  ჩაივლის, ყველანაირ პრობლემას უნდა შევხვდეთ არა შეშინებულები, არამედ მოტივით რომ ყველაფერს დავძლევთ!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება