სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ადამიანი იმ შემთხვევაში აღწევს წარმატებას, როდესაც საყვარელ საქმეს ემსახურება“ - როდინაულის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოცაძე
06-04-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს, მისი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში, რას ეტყოდა და როგორ გაამხნევებდა კოლეგა დირექტორებს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის დირექტორის -  ნინო გოცაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?


- მივესალმები, თუ ეროვნულ გამოცდების ქულასთან ერთად სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაცია და კლასგარეშე აქტივობებიც იქნება გათვალისწინებული. თუმცა, ბევრი მიზეზია, რის გამოც მოსწავლეები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდება დედაქალაქის, სხვა ქალაქების და რეგიონების შედარებისას. ამიტომ, ვფიქრობ, ვიდრე ეს ინიციატივა დაკანონდება, დახვეწას საჭიროებს.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტებს ვურჩევდი, აირჩიონ ის პროფესია და მიმართულება, რაც მათთვის საინტერესოა. ადამიანი იმ შემთხვევაში აღწევს სრულ წარმატებას, როდესაც მისთვის საყვარელ საქმეს ემსახურება. 

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- მნიშვნელოვანია ძალიან, თუმცა, მასწავლებლებთან ერთად, კარგი იქნება მეთოდისტები, ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტებიც თუ მიიღებენ მონაწილეობას სახელმძღვანელოების შეფასებაში. ინკლუზიური განათლება ხომ გულისხმობს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის და განათლების მისაღებად ერთერთი მნიშვნელოვან რგოლს სწორედ კარგი სახელმძღვანელო წარმოადგენს. სახელმძღვანელო კი მაშინ არის კარგი, თუ გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, შინაარსობრივად მოსწავლეებისათვის გასაგები, მარტივი ენით არის შედგენილი და მასში შეტანილი მასალები მოსწავლეს საგნის შესწავლის ინტერესს აღუძრავს. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- კარგია და მივესალმებით ელექტრონულ ჟურნალს. მოსახმარად მარტივია და მშობლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნახონ შვილების აკადემიური მოსწრება. ჯერ კიდევ იჩენს პერიოდულად ხარვეზები თავს, რაც ვფიქრობ, დროთა განმავლობაში გამოსწორდება და ელექტრონული ჟურნალიც საბოლოოდ დაიხვეწება. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ, თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- კოლეგა დირექტორებს ვეტყოდი, რომ გამხნევდნენ, ჩვენ ძალიან დიდი მისია გვაკისრია მომავალი თაობებისა და ქვეყნის წინაშე, ბევრი დაბრკოლება და პრობლემა შეგვხვდა, უფრო მეტი ძალისხმევა და ყურადღება გახდა საჭირო ამ ურთულესი პერიოდის გადასატანად. ვთვლი, რომ ღირსეულად ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს და ვფიქრობ, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების უკეთესი მომავლისთვის.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება