სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ელექტრონული ჟურნალი მოგვწონს, კარგად ვმუშაობთ და ჩვენთვის სავსებით მისაღებია“- ქვეშის საჯარო სკოლა დირექტორი ლელა ბიბილური
05-04-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს, როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას და ონლაინ სწავლებას; რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ბიბილური გვესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

- ვფიქრობ. კარგი ინიციატივაა, რადგან მოსწავლეები უფრო მეტად გააქტიურდებიან სკოლაში სწავლის დროს, მათი სწავლის მოტივაციაც გაიზრდება და უფრო მეტად ეცდებიან სკოლაში მიიღონ ის ცოდნა, რასაც ვფიქრობ და ჩემი სკოლის მაგალითიდან გეტყვით, რომ ვაძლევთ მასწავლებლები. შესაბამისად მიიღებენ საკმარის ცოდნას სკოლაში და არ მოუწევთ რეპეტიტორებთან მომზადება.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს, რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- პროფესიის არჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭონ იმ დღეს დღეობით მოთხოვნად და პერსპექტიულ მიმართულებას. რადგან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ადვილად მოხდეს მათი დასაქმება. გამოცდებამდე ვურჩევდი მაქსიმალურად მობილიზდნენ, საკუთარი ცოდნა და უნარები გამოიყენონ. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას, რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ჩვენი პედაგოგები არ საჭიროებენ დახმარებას ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას, რადგან ადვილად აუღეს ალღო. მოგვწონს, კარგად ვმუშაობთ და ჩვენთვის მისაღებია სავსებით. ვფიქრობ, მომავალ წელს რომ დაინერგება და ყველა პედაგოგი იქნება მზად, რომ ყველანაირი ხარვეზის გარეშე მოხდეს ელექტრონული ჟურნალი წარმოება.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- პანდემია ეს არის მსოფლიო გამოწვევა, ალღო უნდა ავუღოთ, დავიცვათ სკოლაში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს რეკომენდაციები და რეგულაციები, რათა თავიდან ავიცილოთ გავრცელების მასშტაბები. მიმაჩნია რომ ამით წვლილს შევიტანთ რომ რაც შეიძლება ნაკლები გავრცელება იყოს ქვეყანაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება