სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წესების, რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვას ვურჩევ ყველას“ - ლეილა ჩიტაური, ქერეს საჯარო სკოლის დირექტორი
05-04-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს, როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივასა და ონლაინ-სწავლებას; რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge გორის მუნიციპალიტეტის, ქერეს საჯარო სკოლის დირექტორს - ლეილა ჩიტაურს ესაუბრა:

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- მე, როგორც დირექტორს დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ სფეროში, ჩემზე ბევრად გამოცდილი დირექტორები არიან და პირიქით, მათ რჩევას მოვისმენდი, ვიდრე ჩემსას. ნამდვილად არ გამჭირვებია სკოლის მართვა... უფრო მეტ ყურადღებას, წესების, რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვას ვურჩევ ყველას. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- პირადად, ძალიან კმაყოფილი ვარ ელექტრონული ჟურნალით - ჩვენ სექტემბრიდან დავიწყეთ მისი გამოყენება. მივესალმები, მიუხედავად იმისა რომ აქვს რაღაც ხარვეზები, იმედია, გამოსწორდება, აღმოიფხვრება. ჩემი პედაგოგები არ საჭიროებენ დახმარებას ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას, რაც ძალიან მახარებს და თუ ვინმეს მცირე დახმარება დასჭირდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვარ, მხარში დავუდგე...

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ

- ნამდვილად უნდა იყოს საზოგადოების აზრი გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში, რადგან დღევანდელ სახელმძღვანელოებს აქვს ხარვეზები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება