სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორობა მეხმარება და მავალებს ვიყო პირადი მაგალითი“- ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ბახტაძე
05-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორის ნათელა ბახტაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- რა არის სკოლა...

- სკოლა არის მოსწავლის აღზრდა - განათლების უმნიშვნელოვანესი კერა. სკოლიდან იწყებს მოსწავლე ურთიერთობებს თანატოლებთან, უფროსებთან, სწავლობს შრომის ფასს, აანალიზებს და განასხვავებს სიკეთეს და ბოროტებას, შრომისმოყვარეობას და სიზარმაცეს... სკოლა ადამიანის განვითარებისა და ადამიანად ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ტაძარია, სადაც მასწავლებელი პირადი მაგალითია მოსწავლისათვის!

- ცოდნა გვანიჭებს...

- ძალას, ბედნიერებას, გაბედულებას, პრობლემების მოგვარებას, სურვილების ახდენის შესაძლებლობას... „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი“ (დ.გურამიშვილი).
 
- მომავალ თაობას სჭირდება...

- უპირველესად ზნეობრივი აღზრდა, რომელიც საუკეთესო განათლებაზე იქნება დაფუძნებული. 

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- მქონდა სურვილი გავმხდარიყავი პედაგოგი და ჩემი წვლილი შემეტანა მომავალი თაობის აღზრდა - განათლებაში, სკოლის შემდგომ განვითარებაში. 1986 წლიდან ვარ პედაგოგი, მახარებს და მეამაყება ჩემი მოსწავლეების მნიშვნელოვანი წარმატებები, ისინი დღეს არიან წარმატებული ადამიანები, რომლებსაც შეაქვთ და შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს.

- დირექტორობა მეხმარება...

- მეხმარება და მავალებს კიდეც ვიყო პირადი მაგალითი, როგორც მოსწავლეებისთვის ისე თანამშრომლებისთვის ბოლომდე ვიხარჯებოდე საუკეთესო განათლების მიღების სურვილით.

მინდა დავუფასო წარმატებები, როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს. თითოეული მათგანი უნდა გრძნობდეს სკოლის საერთო წარმატების თანამონაწილედ თავს, რაც ნამდვილად იგრძნობა მათში. დირექტორობა მეხმარება სკოლის მიზნების განვითარების განხორციელებაში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ ჩემი დასახული მიზანი იყოს შედეგზე ორიენტირებული, რაც არ უნდა დიდ შრომას მოითხოვდეს ის. 

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- ადამიანი იყოს ტოლერანტი, მიზანდასახული, შემოქმედი, საქმეზე ორიენტირებული, რომელსაც დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით მოეკიდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება