TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ცოდნა გვანიჭებს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე გუშინ გვქონდა“ - წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად ველიაძე
05-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორის - ზვიად ველიაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ. 

- სკოლა არის. . .

- ის დაწესებულება, ინსტიტუცია და თუნდაც სამლოცველო, სადაც მასწავლებლიდან დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული ყველა თავს მოსწავლედ უნდა თვლიდეს და ამ განცდის კომფორტით ბედნიერი უნდა იყოს!  შესაბამისად სკოლა მოსწავლე, "კადრების“ სამჭედლო უნდა იყოს, და არა "ნასწავლებისა".

- ცოდნა გვანიჭებს. . . 

- განათლების დასაუფლებელ ინსტრუმენტების ფლობის შესაძლებლობას, მაგრამ ცოდნა არ ნიშნავს განათლებას! ცოდნის დაუფლების პროცესი გვანიჭებს სიახლის შეგრძნებას, რაც მუდმივი დაბადების კონტექსტს დაატარებს. შესაბამისად, ცოდნა წყარო უნდა იყოს მშვიდი სიბერის და სიკვდილთან შეხვედრის სიმშვიდის შეგრძნებისა. ცოდნა გვანიჭებს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე გუშინ გვქონდა. ცოდნა გვანიჭებს საკუთარი ეგოისტური ზრახვების ამოძირკვის აუცილებლობას. ცოდნა გვანიჭებს ერთიანობის შეგრძებისათვის ძალისხმევის უცილობლობას.

- მომავალ თაობას სჭირდება. . . 

- ა) ინიციატივის გადაცემა უფროს თაობასთან თანამშრომლობის საფუძველზე. ბ) ნათელი პერსპექტივების შეგრძნება გ) პოზიტიური მასმედიის და პოლიტიკური გარემოს არსებობა, დ) სტაბილური განვითარების გზაზე მდგარი ეკონომიკური გარემოს შექმნაში თანამონაწილეობა, ე) მათში დაფარული ნიჭების რეალიზებაში განსაკუთრებული ხელშეწყობა.  

- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . . 

- ირგვლივ თითქოსდა ბულინგის მეტი არაფერი არ იყო და პიროვნების უსასრულო შესაძლებლობების შთაგონება თითქმის არ არსებობდა, მხოლოდ ინდივიდუალურად იყო შესაძლებელი იგივეს აღმოჩენა. ჩემი მოსწავლეობისას ბევრი რამ წესრიგს მოიცავდა, თუმცა მონოტონურობამ წესრიგი შთანთქა. როდესაც მოსწავლე ვიყავი ამპარტავნების "ღია“ "პარადი“ ბობოქრობდა, თუმცა ხშირად ძალაუფლება გარკვეული სიკეთეებითაც ხელმძღვანელობდა. ჩემი მოსწავლეობისას გარე მტრის ხატით ხელმძღვანელობდა ქვეყანა და არა ერთმანეთის მტრობის ხატით. 

- დირექტორობა მეხმარება. . . 

- ის,  რაც მე მაკლდა, მაქსიმალურად შევუვსო, მივცე  ახალ თაობას. მეხმარება რეალური თავმდაბლობის წვრთნაში, თანაბარშესაძლებლობების აღქმაში. მეხმარება თავისუფლების ნიშა დავრგო ახალ თაობაში. მეხმარება პირადის დავიწყებაში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . . 

შრომითი ძალისხმევა და მსხვერპლი სიმშვიდით ვატარო. სხვა არ განვსაჯო, დავეხმარო. დავინახო ნებისმიერში დაფარული პასუხისმგებლობა და უნარები ქვეყნის საკეთილდღეოდ ასამოქმედებლად.   

- წარმატებისთვის აუცილებელია. . . 

- ქვეყნიდამი პასუხისმგებლობის განცდა (სხვაგვარი მოტივით წარმატება დეგრადირების ელემენტებს შეიცავს); მუდმივი შრომითი ძალისხმევა და შესაბამისი შრომითი უანრებით გამორჩეული პასუხისმგებლიანი კადრების აღმოჩენის უნარი; შემოქმედებითობა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება