TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლაში ადამიანებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობა უნდა ისწავლო“ - ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე
05-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორის - გულნაზი ჭელიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

-
სკოლა არის. . .

- ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ადამიანებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობა უნდა ისწავლო. სკოლა სამყაროა, განსხვავებული და ხმაურიანი დღესასწაულია...სკოლა არა მხოლოდ ის ადგილია, სადაც ვიღებთ ახალ ცოდნას, არამედ არის ადგილი, სადაც ვხვდებით ახალ მეგობრებს. ყველას ახსოვს სკოლაში პირველი დღე. ეს დღე პირველი სექტემბერია. ამაღელვებელი, სადღესასწაულო, ლამაზი დღე. იმ დღიდან სიტყვა „სკოლა“ გვესმოდა, როგორც საინტერესო და ამაღელვებელი მოგზაურობა ცოდნის სამყაროში.

- ცოდნა გვანიჭებს. . .

- ცოდნა აგებულია ადრეული ბავშვობიდან და თან ახლავს ადამიანის განვითარების პროცესს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრონ, მიხვდნენ რა არის კარგი ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის. სკოლაში შეძენილი ცოდნა აძლევს ბავშვს იმ უნარ-ჩვევებს, რასაც ვერც ერთი სხვა სოციალური ინსტიტუტი და სასწავლო დაწესებულება ვერ მისცემს.  

- მომავალ თაობას სჭირდება. . .

- წიგნიერება, ენების ცოდნა, პროფესიის სწორად შერჩევა, თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა, წარსულის პატივისცემასა და მომავლის სწორად განჭვრეტის უნარი, მიღებული ცოდნის გამოყენება და შედეგად, თავის დამკვიდრება სოციუმში.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . . 

-
დიდი საბჭოთა სკოლის მოსწავლე ვიყავი, კარგი მასწავლებლები მყავდა, ყველა აქტივობაში ჩართული ვიყავი (პიონერი, რაზმი, რაზმეული, კარგად მახსოვს რაზმეულის დევიზიც „საბჭოთა ქვეყნის პიონერები, ლენინის საქმის ვართ ერთგულები’’) უდარდელი ბავშვობა ერქვა თითქოს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან სულ სხვა ტკივილია....

- დირექტორობა მეხმარება. . .

- რომ ვიყო სამართლიანი, კომუნიკაბელური და მედიატორი. თუმცა მიზნისკენ მიმავალი გზა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი არ არის. ამ გზაზე შეიძლება უამრავი დაბრკოლება, რისკი, სიძნელე შეგვხვდეს და მარცხიც ბევრჯერ ვიგემოთ. ყოველთვის ვეუბნები საკუთარ თავს, რომ „არ არსებობს მარცხი, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი“.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .

- რომ სულით და ინსპირაციით მოვექცე მუშაობას, რადგან უნდა შევძლო და გავაღვივო მოსწავლეებში სწავლის სურვილი, განავითარო აზროვნების, ანალიზის, გრძნობის, თანაგრძნობის უნარი, რაც თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია.

- წარმატებისთვის აუცილებელია. . .

- მიზანი, რისკი, დაუღალავი შრომა, საკუთარი თავის რწმენა და დროის სწორი მენეჯმენტი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება