TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტებს ვურჩევდი ხშირად მოუსმინონ პედაგოგთა რჩევებსა და გამოცდილებას“ - დაბა ნასაკირალის სკოლის დირექტორი, სპარტაკ გოგიტიძე
02-04-2021
-
+


როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე და რას ურჩევდა აბიტურიენტებს - აღნიშნულ საკითხზე etaloni.ge ოზურგეთის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის  დირექტორის სპარტაკ გოგიტიძის მოსაზრებას გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?
- როგორც დირექტორი დადებითად შევაფასებდი ამ ინციატივას, რომ აბიტურიენტების ჩარიცხვა უნივერსიტეტებში სკოლის ნიშნებით და მასწავლებლების რეკომენდაციებით მოხდეს. მივესალმები იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი, შემდგომში ნიშანსაც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს, რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?
- აბიტურიენტებს უპირველეს ყოვლისა ვურჩევდი, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ იმ საგნებს, რა პროფილითაც აპირებენ პროფესიის არჩევას. გამოცდებამდე დარჩენილი დრო გაატარონ მასწავლებლებთან ხშირი კომუნიკაციით, ბევრი მეცადინეობით და შრომით. ხშირად მოუსმინონ პედაგოგთა რჩევებსა და გამოცდილებას.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას, რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?
- სასურველია, რომ ელექტრონული ჟურნალი ფუნქციონირებდეს სკოლაში. ერთგვარად ეს არის ინოვაციური სასწავლო პროცესისთვის და ამ ეტაპისთვის სავსებით მისაღებია. ჩვენს პედაგოგებს არ უჭირთ ელექტრონული ჟურნალის გამოყენება, რადგან გამოცდილება უკვე აქვთ წინა სემესტრში ონლაინ სწავლების პერიოდში. უფრო მეტად გააქტიურდნენ პედაგოგები, ჩაუღრმავდნენ რას მოითხოვს ელექტრონული ჟურნალი, შესაბამისად გარკვეულები არიან. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებით გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?
- სხვა დირექტორებს ვურჩევდი ჰქონდეთ სტიმული იმისა, რომ  სიახლეები მიიღონ,  მზად იყონ ცვლილებებისთვის და მობილიზებულები იყვნენ. უფრო მეტად ჰქონდეთ კომუნიკაცია სხვა დირექტორებთან, რომ ერთობლივად შეძლონ ბევრი კარგი საქმის კეთება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება