TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ, არ დაიღალო, ამის უფლება არ გაქვს!“ - მზევინარ დემეტრაშვილი, ქვედა ჭალოვნის საჯარო სკოლის დირექტორი
02-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ქვედა ჭალოვნის საჯარო სკოლის დირექტორის, მზევინარ დემეტრაშვილის ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ადგილი, სადაც უნდა მოხდეს მოსწავლის აკადემიური, პიროვნული და მორალური განვითარება. სკოლა მოსწავლეს ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და წარმოჩენაში. რაც სამომავლოდ ეხმარება ჩამოყალიბდეს, როგორც სრულფასოვანი მოქალაქე

- ცოდნა გვანიჭებს...

- შესაძლებლობებს, დავეხმაროთ სხვებს და ამასთანავე, მოვახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება 

- მომავალ თაობას სჭირდება...

- თანადგომა, თანაგრძნობა და მეტი სოციალური ურთიერთობა.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- მერიდებოდა საკუთარი აზრის გამოხატვა; საბედნიეროდ, დღეს სწავლა-სწავლების პროცესი მეტად თავისუფალი და პროდუქტიულია... და კიდევ - მინდოდა, საბავშვო ბაღის მასწავლებლობა.

- დირექტორობა მეხმარება...

- და მანიჭებს უფლებას, ვიზრუნო სკოლის კეთილდღეობისათვის , დავიცვა ჩემი მოსწავლეებისა და თანამშრომლების ინტერესები.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- მიუხედავად ყველაფრისა, არ დაიღალო, ამის უფლება არ გაქვს!

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- პირველ რიგში პასუხისმგებლობა, მუდმივი ძიება სიახლისა და განვითარებისათვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება