TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავალ თაობას სჭირდება ნაკლები დამოძღვრა“ - ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
02-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორის, მთვარისა ახვლედიანის ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ერთი დიდი ოჯახი, სადაც, ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ადამიანი უნდა იწვრთნებოდეს ყოველის მხრით: გონებით, ზნეობით, სულით და ხორცით და არც ერთი მათგანი არ უნდა შეეწიროს მეორეს“.

- ცოდნა გვანიჭებს...

- იმის უნარს, რომ მეტი ცოდნა შევიძინოთ და ასევე იმის ცოდნასაც, რომ „არ არის სამარცხვინო და საზიანო არცოდნა. ყველაფრის ცოდნა არავის შეუძლია. სამარცხვინო და საზიანოა თავის მოჩვენება, რომ იცი ის, რაც არ იცი“.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- ნაკლები დამოძღვრა, მეტი ცოცხალი მაგალითის ჩვენება, სულხან-საბასეულად „სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი“.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- მინდოდა მასწავლებლობა; მაწუხებდა უსამართლობის ყოველგვარი გამოვლინება, განსაკუთრებით მასწავლებლისგან და გულში ვამბობდი, რომ მე ვიქნები სამართლიანი მასწავლებელი და ყველა ბავშვი ერთნაირად მეყვარება, რაც ვფიქრობ, შევასრულე, თუმცა დირექტორობაზე ან ზოგადად, თანამდებობაზე არასოდეს მიოცნებია.

- დირექტორობა მეხმარება...

- მუდამ მეტი მოვთხოვო საკუთარ თავს; ვიყო თვითკრიტიკული; დავძლიო წყენა, ტკივილი; „დავუმორჩილო გონებას ურჩი სურვილები“ (მიხეილ ჯავახიშვილი), რომ ჩემში კოლეგები ხედავდნენ ერთიანი მიზნისკენ სწრაფვაში საიმედო ლიდერსა და ხელშემწყობს, მოსწავლეები კი - სანდო, მზრუნველ პედაგოგსა და უფროს მეგობარს.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ „ვიჩქარო ნელა“; ვიყო ნაკლებემოციური და არასოდეს შევწყვიტო სწავლა.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- საკუთარ უნარ-შესაძლებლობებში გარკვევა; დამოუკიდებელი არჩევანი („ჰკითხე ასსა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს“), მიზანსწრაფულობა და მტკიცე ნებისყოფა; ასევე სხვისი წარმატების გულწრფელი გაზიარება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება