TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავალ თაობას სჭირდება ძლიერი სახელმწიფო და განათლება“ - დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორის, ირინა ხელისუფალის ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ადგილი, სადაც მაღალი ხარისხის განათლებასთან ერთად, ხდება მოსწავლის აღზრდა, მისი სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება, რომელმაც უნდა შეძლოს საზოგადოებაში არსებობა. ჩემი აზრით, ეს ნიშნავს: გამოიყენო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ახალი ცოდნის შესაძენად; მიიღო ეთიკური გადაწყვეტილება მორალური ღირებულებების საფუძველზე; აღიარებდე საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყო ტოლერანტული; შეგეძლოს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

- ცოდნა გვანიჭებს...

- ღირებული ინფორმაციის მიღებას რეალობის გასაგებად, აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას, საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციასა და წინსვლას.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- ძლიერი სახელმწიფო და განათლება.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ვერ ვაცნობიერებდი ბევრ რამეს, რაზეც ახლა ძალიან მწყდება გული.

- დირექტორობა მეხმარება...

- საკუთარი თავის შეცნობაში; პროფესიული უნარ-ჩვევების ამღლებისთვის ზრუნვაში.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ უნდა ვიყო ტოლერანტული და არ დავუშვა შეცდომები, რომელიც ხელს შეუშლის სკოლის წინსვლასა და განვითარებას.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- მიზანდასახულობა, მოტივაცია და ნებისყოფა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება