TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორობა მეხმარება ვიყო თითოეული მოსწავლის მეგობარი და დამხმარე“ - ნაზი ცქიტიშვილი, წევის საჯარო სკოლის დირექტორი
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge -სთან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წევას საჯარო სკოლის დირექტორმა ნაზი ცქიტიშვილმა ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- სკოლა არის... 
- მომავალი თაობის განათლებულ ადამიანებად აღზრდის ტაძარი, სადაც ჩქეფს სიცოცხლე, სიხარული, მეგობრობა, შიგადაშიგ შეხლა-შემოხლა, ურთიერთობების ჩამოყალიბება, მეგობრობისა და სამშობლოს სიყვარულის დაუფლება.

- ცოდნა გვანიჭებს...
- თავისუფალ აზროვნებას, კრიტიკული სიტუაციებიდან დამოუკიდებლად გამოსვლის გზებს, წარსულის პატივისცემასა და მომავლის სწორად განჭვრეტის უნარს.

- მომავალ თაობას სჭირდება... 
- წიგნიერება, ენების ცოდნა, პროფესიის სწორად შერჩევა, ეროვნულობის სიყვარული და შენარჩუნება, კარგი მომავლისაკენ სწრაფვა.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- ხალისით ვმონაწილეობდი სასკოლო ღონისძიებებში, მიყვარდა მეცადინეობა, წიგნების კითხვა, თეატრსა და კინოში სიარული, ბუნებაში სეირნობა, მქონდა ლაღი ბავშვობა.

- დირექტორობა მეხმარება...
- ვიყო ლიდერი, მქონდეს მოთმენის დიდი უნარი, შევქმნა სასკოლო თემისთვის უსაფრთხო გარემო, მოსწავლეებისათვის ყოველგვარი პირობა ეფექტური სწავლებისათვის, ვიყო თითოეული მათგანის მეგობარი და დამხმარე.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ... 
- არ დავივიწყო ჩემი ვალდებულებები, მიყვარდეს ძნელად აღსაზრდელი ბავშვები, რაც შეიძლება ბევრი ვიზრუნო სოფლის სკოლის მოსწავლეებისათვის, რომ ქალაქში ან სამშობლოს გარეთ არ გაიქცნენ.

- წარმატებისთვის აუცილებელია...
- სიყვარულითა და დაუზარებლად აკეთო შენი საქმე, ახლოს იყო მოსწავლეეებთან, ყოველდღიურად იმაღლებდე ცოდნას, მქონდეს კოლეგიალობის, პატივისცემისა და სანდოობის უნარი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება