TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყველაზე მაღლა ადამიანური ურთიერთობები უნდა დავაყენოთ“ - ტარიელ მიქელაძე, ახალსოფლის  საჯარო სკოლის დირექტორი
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობას? თავად როგორი მოსწავლე იყო და  და რაში ეხმარება დირექტორობა? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე პასუხობს. 

- სკოლა არის...
- ადგილი, სადაც მელოდებიან და მუდამ მიმიხარია, სადაც სიყვარულია, განათლებაა, სიხალეებია და აზრთა ჯანსაღი ჭიდილია.

- ცოდნა გვანიჭებს...
- პირველ რიგში სხვების დახმარების სურვილს და ვალდებულებას, დიდ პასუხისმგებლობას და მომავლის იმედს.

- მომავალ თაობას სჭირდება...
- მეტი მონდომება საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, რასაც დიდი შრომა სჭირდება. ასევე, მეტი თანადგომა უფროსების მხრიდან.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- ჩემი მიზანი იყო მიმეღო ისეთი განათლება, რომ მქონოდა უზრუნველყოფილი მომავალი, ყოველთვის ვაფასებდი მასწავლებლების შრომას, მიყვარდა მეგობრები და გამაჩნდა პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა; 

- დირექტორობა მეხმარება...
- ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში გვერდში დავუდგე და მუდამ დავეხმარო ჩემს კოლეგებს კარიერულ წინსვლაში, მუდამ ვიზრუნო საკუთარ პიროვნულ თუ კარიერულ განვითარებაზე; წავახალისო და ხელი შევუწყო სკოლაში ინოვაციების დანერგვას. 
დირექტორობას ვუყურებ როგორც ლიდერის ფუნქციას, რომელსაც შეუძლია და ვალდებულია სასიკეთოდ მართოს საკუთარი შესაძლებლობები სკოლის, სოფლის, რეგიონის და სრულიად  საქართველოს საკეთილდღეოდ.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- ვიყო სამართლიანი და პასუხისმგებლიანი, ყველაზე მაღლა დავაყენო ადამიანური ურთიერთობები და მნიშვნელოვანი ღირებულებები. ვაკეთო ჩემი საქმე ისე, რომ ჩემს გვერდით მყოფებს მივცე მაგალითი და ყველა ერთად ვემსახუროთ იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია.

- წარმატებისთვის აუცილებელია...
- სწორი მიზანი, დიდი მონდომება, დაუღალავი შრომა, რწმენა და იმის იმედი, რომ ყველაფერი აუცილებლად გამოგივა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება