TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავალ თაობას სჭირდება მაღალი ემოციური ინტელექტი და დამოკიდებულებების სწორად განვითარება“ - რუსთავის N21 სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge რუსთავის N21 საჯარო სკოლის დირექტორის - ნინო გავაშელის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- განვითარების სივრცე, აქ ჩვენი მომავალი იქმნება. სკოლამ თითოეული მოსწავლისთვის უნდა იზრუნოს/იბძოლოს და უკეთესობისკენ შეცვალოს ისინი.

- ცოდნა გვანიჭებს...

- უდიდეს ძალას, გავართვათ თავი ცხოვრებისეულ გამოწვევებს. გვანიჭებს თავისუფლებას, საკუთარი თავის რწმენას და გზას გვიხსნის პროგრესისაკენ.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- მაღალი ემოციური ინტელექტი, სტაბილური გარემო და დამოკიდებულებების სწორად განვითარება. 

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა იმ გარემოებამ და იმ მასწავლებლებმა, რომლებთანაც მიწევდა ურთიერთობა. მინდა დიდი სიყვარულით გავიხსენო ქართულის მასწავლებლი მირა ჯიქია, რომელმაც მასწავლა ცხოვრების ქარტეხილებთან გამკლავება და სწორედ მისი დამსახურებით დავუბრუნდი მშობლიურ სკოლას  მასწავლებლად.

- დირექტორობა მეხმარება...

- ხელი შევუწყო მომავალ თაობებს მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებაში. ვცდილობ აღვზარდო თავისუფლად მოაზროვნე თაობები. 

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ მხოლოდ პოზიტიური დამოკიდებულებებია სასარგებლო ჩვენთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, რომლებთანაც ვურთიერთობთ და კიდევ უამრავი გამოწვევის მიუხედავად არასდროს დავნებდე, არ დავკარგო მოტივაცია. 

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- მიზანი და დაუღალავი შრომა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება