TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავალ თაობას სჭირდება გარემო, სადაც მოზარდი გამოავლენს თავის შემოქმედების მაქსიმუმს“ - აფხაზეთის N14 სკოლის დირექტორი მერაბ ჯინჯოლია
01-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის  დირექტორის - მერაბ ჯინჯოლიას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- სკოლა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სკოლა ის ადგილია, სადაც ქვეყნის მომავალი იქმნება. აქ მომავალი თაობის სრულფასოვანი ჩამოყალიბება იწყება, აქ ხდება ახალგაზრდა თაობის მრავალი თვისებების განვითარება.

- ცოდნა გვანიჭებს...

- სწავლა-განათლება დაუშრობელი წყაროა. ცოდნის გარეშე ადამიანი ყველაფერს მოკლებულია. ცოდნა სიმდიდრეა, იმისთანა სიმდიდრე, რომ რაც არ უნდა გაუნაწილო ბევრს, თავად არაფერი დაგაკლდება, არამედ შეიძენ ახალ ცოდნას. ცოდნა კი ამოუწურავი ფასეულობაა და სწორედ ამ ცოდნას ვუნაწილებ და ვუზიარებ სხვას.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- უსაფრთხო და თავისუფალი გარემო. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, სადაც მოზარდი გამოავლენს თავის შემოქმედების  მაქსიმუმს და მოემზადება საერთაშორისო საგანმანთლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის.

- როცა მოსწავლე ვიყავი...

- წყნარი და აუჩქარებელი ვიყავი, რაც დღესაც მახასიათებს.

- დირექტორობა მეხმარება...

- ვფიქრობ, კარგი მენეჯერი ვარ. კარგი ურთიერთობა მაქვს კოლეგებთან ვთანამშრომლობ მათთან, ვითვალისწინებ და ვიზიარებ სხვის აზრს, ვარ გულახდილი კოლეგებთან და თითოეული ჩემი კოლეგის მიმართ მაქვს დიდი პატივისცემა.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- საკუთარ თავს ხშირად ვუსვამ შეკითხვებს, რადგან არ დავკმაყოფილდე იმით, რაც გვაქვს. თორემ შესაძლოა დავკარგო გამოწვევებით სავსე პერიოდი. სხვა თვალით უნდა შევხედოთ ამ გამოწვევებს,  პრობლემებს და უნდა მოვიძიოთ ხერხები, როგორ უნდა გაუმკლავდეთ მას.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- გქონდეს განათლება, მიიღო გამოცდილება, გქონდეთ პიროვნული თვისებები, იყო კარგი მენეჯერი, მოახდინო თვითშეფასება, რასაც აკეთებ შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს, გქონდეს განსხვავებული აზრის მიმღებლობა. უნდა იცნობდე საკუთარ თავს და შესაძლებლობებს. ეს არის ჩემი წარმატების საწინდარი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება