TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, დააფასონ სკოლისა და პედაგოგის შრომა“ - თბილისის N128 სკოლის დირექტორი გულნაზი ხორბალაძე
31-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N128 საჯარო სკოლის დირექტორის, გულნაზი ხორბალაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- პირველ რიგში ის, რომ მთავარია უსაფრთხოება, რეგულაციების დაცვა; რომ პანდემიის პირობებში, შესაძლებელია, სკოლის ფუნქციონირება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რთულ სიტუაციებთან შეჭიდება, გამკლავება, პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა 1 200-ბავშვიანი სკოლის ამოქმედება, სამოქმედო გეგმის შემუშავება, ახალი ტექნოლოგიების დაუფლება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- რთულს, შრომატევადს, სტრესულს, გამოწვევებით აღსავსეს.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა გაკვეთილზე ვესწრები და ვხედავ მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას, მიზანდასახულობას, პროდუქტიულობას; როცა ბავშვებს არ სურთ ზარი დაირეკოს; როცა მასწავლებელი აკადემიურ შედეგებზე გადის და კარგ პიროვნებებს ზრდის.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მათი  გაუცხოება. ერთწლიანმა ონლაინ სწავლების რეჟიმმა შეცვალა ბავშვების მენტალობა. ისინი საკუთარ ნაჭუჭში მოექცნენ. გაჩნდა ურთიერთობის დეფიციტი. მოსწავლეთა ერთ ნაწილს გაუჩნდა კომუნიკაციის პრობლემა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ვიდრე განსჯიდნენ, მოუსმინონ მოზარდს, გაიგონ მისი პრობლემა და დაეხმარონ პრობლემის გადაჭრაში; დააფასონ სკოლისა და პედაგოგის შრომა.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- თუ როგორი დიდი სიკეთის მომტანია საკლასო ოთახებში სწავლის განხორციელება. დიდი სურვილი მაქვს, 15 ივნისამდე სკოლამ შეძლოს დასწრებული სწავლების რეჟიმში მუშაობა და დასახული მიზნების წარმატებით შესრულება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება