TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავალ თაობას სჭირდება თანადგომა უფროსების მხრიდან“ - ქვახვრელის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ოხანაშვილი
31-03-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის დირექტორის, მზია ოხანაშვილის  ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ადგილი, სადაც მიმიხარია, მელოდებიან; სადაც სიყვარულია, აზრთა ჭიდილია, სიახლეები და განათლებაა.

- ცოდნა გვანიჭებს...

- პასუხისმგებლობას, ვალდებულებას, სხვების მიმართ დახმარების სურვილს, მომავლის იმედს.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- გაგება, თანადგომა უფროსების მხრიდან, მეტი შრომა და მონდომება საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- გამაჩნდა პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა; მიყვარდა მეგობრების დახმარება; მინდოდა, მიმეღო ისეთი განათლება, რომ მომავალი მქონოდა უზრუნველი; ყოველთვის ვაფასებდი მასწავლებლების შრომას.

- დირექტორობა მეხმარება...

- გვერდში დავუდგე ჩემს კოლეგებს კარიერულ წინსვლაში; გავუზიარო მათ საკუთარი გამოცდილება; მივცე სტიმული ამ მიმართულებით; ვიზრუნო საკუთარ პიროვნულ თუ კარიერულ განვითარებაზე; ხელი შევუწყო სკოლაში ინოვაციების დანერგვას(შესაძლებლობებიდან გამომდინარე). რაც შეეხება დირექტორის, როგორც ლიდერის ფუნქციას, ვცდილობ, სასიკეთოდ ვმართო ჩემი შესაძლებლობები ჩემივე სკოლის საკეთილდღეოდ.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- ყველაზე მაღლა დგას ადამიანური ღირებულებები, რომლის გარეშეც, შეუძლებელია, ურთიერთობების აწყობა; სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის განცდა ყოველთვის მეხმარება, ვაკეთო ჩემი საქმე ისე, რომ გვერდში მდგომებსაც მივცე მაგალითი და ერთად ვემსახუროთ საქმეს, რომელსაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- მიზანდასახულობა, მონდომება, შრომა, მოთმინება, რწმენა და იმედი, რომ ყველაფერი გამოგივა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება