TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ სასწავლო მიზნებისთვის სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმის გამოყენება გვასწავლა“-კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხალილაშვილი
30-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორის - მაია ხალილაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .


- თუ რაოდენ ძვირფასი და ღირებულია ადამიანის ჯანმრთელობა. საკუთარ თავზე და ერთმანეთზე ზრუნვის აუცილებლობა. ასევე დაგვანახა გლობალური საფრთხე, კაცობრიობის წინააღმდეგ. ამავე დროს პანდემიამ დაგვანახა, როგორ შეგვიძლია მოვძებნოთ და ვიპოვოთ ალტერნატივები, ჩვენი საქმიანობის წარმართვისათვის.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- ძალიან ბევრი რამ, თუნდაც თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნა. ასევე გვასწავლა სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის. განსხვავებულ გარემოში საგაკვეთილო პროცესის წარმართვა.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- ერთის მხრივ, როგორც შიშის, დეპრესიის, ნეგატიურ წლად, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ბევრი პრობლემების გადაჭრისა და რთულ სიტუაციებში წარმატებით მუშაობის წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, ობიექტურობა, სამართლიანობა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

გულგრილობა და ნიჰილიზმი.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- რაც შეიძლება დიდი დრო გაატარონ საკუთარ შვილებთან, „აღზარდონ საკუთარი თავები და შვილები თვითონ დაემსგავსებიან მათ.“

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- შვილებზე, ოჯახზე, სკოლაზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება