TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, როგორ ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობად“ - ნელი ლიქოკელი, რუსთავის N17 სკოლის დირექტორი
29-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორის, ნელი ლიქოკელის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- ყველაზე მთავარი - სიცოცხლის, ადამიანური ურთიერთობების, სიყვარულისა და თანადგომის მნიშვნელობა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა... 

- როგორ ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობად; დაგვანახა ელექტრონული და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა და გვასწავლა, ექსტრემალურ გარემოში, ხარისხიანი და უწყვეტი სასწავლო პროცესის განხორციელება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- გამოწვევებით სავსე, გამძლეობის, პასუხისმგებლობებისა და თანადგომის გამოცდის წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- სიახლეების მიმღებლობა, კოლეგების პროფესიული წარმატების აღიარება, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება და ბავშვების სიყვრული.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- არ მიკვირს. მე მიყვარს მათი გულწრფელობა, ღიაობა, მოტივაცია და თვალებში დანახული მომავლის იმედი.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ყოველთვის მოუსმინონ და ნდობა გამოუცხადონ შვილებს; შეძლებისდაგვარად, ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და გაგვიზიარონ მათი ინტერესები და საჭიროებები.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ხშირად არა, ყოველდღე ვფიქრობ, სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, პოზიტიური და აქტიური,
მშობლისთვის საიმედო, მოსწავლეებისთვის საყვარელი; ადგილი, სადაც უხარიათ მოსვლა, ეამაყებათ აღიარება და თანასწორობა, ცდილობენ ტოლერანტობას და თავდაჯერებულნი ხდებიან სამომავლო წარმატებებში. მე მიყვარს ამ ფიქრების რეალობად ქცევა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება