სიახლეები
სკოლები

„თქვენი როლი და ჩართულობა შვილების სასწავლო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია!“ - ქუთაისის N5 სკოლის დირექცია მშობლებს მიმართავს
26-03-2021
-
+


ქუთაისის N5 საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეთა მშობლებს მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეკომენდაციები. გარდა ამისა, ადმინისტრაცია შეახსენებს მშობლებს, სურვილის შემთხვევაში როგორ უნდა ჩართონ შვილები დისტანციურ სწავლებაში.

„ძვირფასო მშობლებო! ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში 2021 წლის 15 თებერვლიდან განახლდა. სკოლაში ყველა პირობაა სწავლის უსაფრთხოდ გასაგრძელებლად. სუფთა გარემო, თანამშრომელთა ჯანმრთელობა, დეზობარიერები, ხელის დასაბანი ხსნარები, თერმოსკრინინგი, სკოლის მიერ შემუშავებული პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა ამის თქმის საშუალებას იძლევა!

დღეს თქვენი როლი და ჩართულობა ჩვენი შვილების სასწავლო ცხოვრებაში ყველაზე დიდი და უმნიშვნელოვანესია! 
თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაზე გადის, ჩვენი შვილების სწავლის განახლება, უსაფრთხო, დაცულ, სასკოლო გარემოში!

ყველა ჩვენთაგანმა უნდა გავითვალისწინოთ და პატივი ვცეთ Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების გამო არსებულ მდგომარეობაში მყოფ, მომუშავე, ყველა ადამიანს! გთხოვთ, ხშირი კომუნიკაცია აწარმოოთ კლასის დამრიგებლებთან და სკოლის დირექციასთან! 
ყურადღებით გაეცანით, სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. სკოლაში წასვლამდე აკონტროლეთ, მოსწავლის ტემპერატურა და 37 გრადუსის და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვათ სკოლაში მოსწავლე. ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინეთ სკოლას. სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უნდა უზრუნველყოთ მოსწავლის სკოლიდან წაყვანა.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ, ოთხშაბათ დღეს დაარეგისტრირდეს მოსწავლე ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge. დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისევ ოთხშაბათ დღეს გააუქმოთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.Online.emis.ge.

ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სურვილის მიხედვით უზრუნველყოს მოსწავლე საკვებით.
ჩვენი დროული ჩართულობა და კომუნიკაცია, მოგვცემს საშუალებას რომ, არცერთი მოსწავლე არ დაგვრჩეს სკოლის, განათლების მიღმა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო.
გისურვებთ ჯანმრთელობას“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

განათლების სამინისტრო თავად გადაწყვტს რა ტიპის შეზღუდვებს დააწესებს

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს

შეზღუდვები, ახალი ვალდებულებები და მთავარი ცვლილებები სკოლებსა და უმაღლესებში პარლამენტმა დაამტკიცა

ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა - გარემოს ეროვნული სააგენტო

მინისტრს უფლება აქვს, სტიპენდია ვადაზე ადრე მოუხსნას სტუდენტს, თუ... - 300 ლარიანი სტიპენდიის დანიშვნისა და გაუქმების წესი დამტკიცდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება