TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N124 სკოლაში მოსწავლეთა ტესტირების პროცესს სოფიო გორგოძე დააკვირდა
26-03-2021
-
+


მოსწავლეთა საპილოტე ტესტირება შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022-ის ციკლისთვის საქართველოში 16 მარტიდან დაიწყო და მასში საჯარო და კერძო სკოლების 15 წლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ტესტირების პროცესის მიმდინარეობას თბილისის 23-ე და 124-ე სკოლებში პირადად დააკვირდა.

„საპილოტე კვლევაში თბილისის, აჭარის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის, სამეგრელო ზემო-სვანეთისა და კახეთის 72 სკოლაა ჩართული. საპილოტე ტესტირება 16 აპრილს დასრულდება. ძირითადი ტესტირების ჩატარება კი 2022 წელს იგეგმება. 

საპილოტე ტესტირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ის ორგანიზებით 2000 წლიდან ტარდება და მასში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. PISA მოსწავლეთა კომპეტენციებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში აფასებს. მისი მიზანია დაადგინოს, რამდენად კარგად ამზადებს საგანმანათლებლო სისტემა მოზარდებს იმ გამოწვევებისათვის, რომლებსაც ისინი სკოლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდნენ.

საქართველო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA), როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო და მან ამ დრომდე მონაწილეობა მიიღო 2009, 2015 და 2018 წლების ყველა ციკლში“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება