სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ხშირად ვფიქრობ, როგორ აღვზარდო ჯანმრთელი, მოაზროვნე თაობა“-ნატა თექთურმანიძე, წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი​ს დირექტორის მოადგილე
25-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი​ს დირექტორის მოადგილის, სასწავლო დარგში, ნატა თექთურმანიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- გამოწვევების და სირთულეების დაძლევის დროს თუ რამდენად საჭიროა ერთმანერთის თანადგომა და დახმარება. 
 
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ბევრი რამ, მაგალითად: ტექნოლოგიების დახმარებით გაკვეთილის ჩატარება; თამაშით სწავლება, რომელიც უფრო სახალისო და საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- მოულოდნელობებით სავსე, მძიმე და სტრესული წელი. ემოციურად, ეკონომიურად და ფსიქოლოგიურად გადატვირთული.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რთული გამოწვევების მიუხედავად, მაღალი მოტივაციებით სავსე განწყობები მათი მხრიდან. ასევე, მიხარია, მასწავლებლების წინსვლა, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და კლასში მოსწავლეებთან მუშაობით მიღებული წარმატებები.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ზოგიერთი მოსწავლის მიერ გამოვლენელი უპასუხისმგებლობა დისტანციური სწავლის პერიოდში.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მშობლებს ვურჩევდი, უფრო ყურადღებიანები იყვნენ და მეტად დაინტერესებულნი შვილის სწავლა-განათლებით. ჩემი სურვილი იქნება, მეტად ითანამშრომლონ სკოლასთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- სკოლის მომავალზე; როგორ აღვზარდო ჯანმრთელი, მოაზროვნე თაობა. გვსურს, ყველა მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მივცეთ თანაბარი შანსი წარმატების მისაღწევად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება