| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა, ეთერ კაკალაძემ, სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებს საკუთარი პროექტი-სახელმძღვანელო - „სასკოლო საოჯახო ეთიკა და ფსიქოლოგია“ წარუდგინა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეთა, დამრიგებელთა და მშობელთათვის.
სახელმძღვანელო შედგება შესავალი ნაწილისა და ხუთი თავისაგან, რომელსაც დანართის სახით მითითებული აქვს გამოსაყენებელი ლიტერატურა და კონვენციები.
„პირველ შეხვედრაზე ავტორმა მსმენელებს წარმოუდგინა სახელმძღვანელოს I თავი, რომლის თემაა - „პიროვნება, პიროვნების აღზრდა, პიროვნული მახასიათებლები, ბავშვთა უფლებები, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება“. თემისა და პრობლემების ირგვლივ დაისვა საინტერესო კითხვები და გაიმართა დისკუსია. მომდევნო, II თავის, „სიყვარული, ეროსი და კულტურა, ქალი და მამაკაცი“ განხილვა გაიმართება ოთხშაბათს.
ვფიქრობთ, სახელმძღვანელოში მოცემული თემები და პრობლემები ჩვენი დღევანდელობის უკეთ გააზრებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, სკოლა და დირექცია მზად არის ხელი შეუწყოს მსგავს საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა