სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მათემატიკა „პი“-ს დაბადების დღეს ულოცავს “ - ფოთის N12 სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა
24-03-2021
-
+


ფოთის N12 საჯარო სკოლაში პროექტი, სახელწოდებით - „მათემატიკა ულოცავს დაბადების დღეს „პი“-ს განხორციელდა.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა, „პი“ რიცხვთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.

„მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია „პი“ რიცხვის შესახებ; მოამზადეს პრეზენტაციები. რადგან „პი“ რიცხვი მათემატიკის სასკოლო კურსში შემოდის წრეწირის სიგრძისა და ფართობის გამოთვლისას, შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები „პი“ რიცხვის მიახლოებითი მნიშვნელობის მისაღებად და წრეწირის ფართობის გამოსათვლელად, რისთვისაც გამოიყენეს  ნივთები: ერთჯერდი ჭიქა, ბოთლი, საკალმე, ქაღალდისგან დამზადებული ლენტები და სახაზავი.

წრეწირის ფართობის გამოსათვლელად, გამოიყენეს ქაღალდისგან გამოჭრილი წრეწირები, რომლებიც ტოლ ნაწილებად იყო დაჭრილი და თითოეულ ნაწილზე მიმაგრებული იყო მაგნიტები. შექმნეს რესურსი იმის გასარკვევად, თუ რატომ არის წრეწირის ფართობი πR2- ის ტოლი.

დაამუშავეს ციფრული რესურსები, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენდა „პი“-ს არსს.

შექმნეს ზღაპარი „ერთხელაც პი რომ გაქრეს“; წარმოადგინეს, თუ როგორ ჟღერს „პი“ რიცხვი მუსიკალური ნოტების გამოყენებით.

მთავარი იდეა: მათემატიკური ცნებების შესწავლისას, მოსწავლემ გაიაზროს მისი მნიშვნელობა; გაიცნოს ის გარემოებები, რამაც თავის დროზე, ხელი შეუწყო გეომეტრიული ფიგურების ელემენტებს შორის კანონზომიერებების აღმოჩენას.

პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა წრისა და წრეწირის შესახებ, გაიფართოონ ცოდნა; მოიძიონ „პი“ რიცხვთან დაკავშირებული ისტორიული ცნობები; პრაქტიკული სამუშაოებით მიიღონ რიცხვის მიახლოებული მნიშვნელობები; გამოიყენონ მიღებული ცოდნა კონკრეტული ამოცანების ამოხსნისას.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს: აღნიშნული თემატიკის გარშემო, მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებასა და ინფორმაციის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას; დამოუკიდებელად მუშაობის უნარის განვითარებასა და მისი გამოყენებას გუნდური მუშაობისას; პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარ-ჩვევების განვითარებას; კვლევა-ძიების უნარის განვითარებას; შემოქმედებით აზროვნებას.

მივიჩნევთ, რომ აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო, მოსწავლეებს დაენახათ მათემატიკის სილამაზე“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება