სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სამასმეერთე ხარ არაგველი“ - ბარდნალის საჯარო სკოლაში არჩილ ტატუნაშვილი გაიხსენეს
24-03-2021
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში „ჩვენი დროის გმირი“ არჩილ ტატუნაშვილი გაიხსენეს.

სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.  

„რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“...

სამი წლის წინ, ამ დღეს: 2018 წლის 23 მარტი დაუვიწყარი დღეა როგორც ჩემთვის, ისე ჩვენი სკოლის იმ  მოსწავლე-მასწავლებელთათვის, რომლებიც ერთი ჩვეულებრივი სასწავლო დღის შემდეგ, ისტორიული ამბის თანამონაწილენი აღმოჩნდნენ. დღე, რომელიც ერთნაირად აღსავსე იყო უდიდესი ტკივილითა და სიამაყით.

23 მარტს მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან, სკოლის დირექციასა და სხვა პედაგოგებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ჩავედით და გმირულად დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მივუსამძიმრეთ; მშობლებს მადლობაც გადავუხადეთ გმირი შვილის აღზრდისთვი;ს სკოლის სახელით, გვირგვინიც მივიტანეთ; წინა ღამით ლექსად ამოთქმული სათქმელი და სანთლებიც თავთით დავუდეთ და სამოქალაქო პანაშვიდის მონაწილეც გავხდით. 

მუდამ მადლიერი ვიქნები ჩემი ნამოწაფარი კოლეგა ქალბატონების (ნათია და მარიკა ხაბულიანები), რომლებმაც შინ პატარა შვილები დატოვეს და დილით გახმოვანებული ჩემი იდეა მაშინვე აიტაცეს; გმირის თანატოლი მამაკაცი კოლეგებისგან კი, ეს არც გამკვირვებია; ასევე გაგებით მოეკიდნენ ამას მოსწავლეთა მშობლებიც.

საოცრად ემოციური მომენტი იყო ისიც, როცა მანქანიდან სახლამდე მიმავალთ, როგორც კი გვირგვინზე წარწერას წაიკითხავდნენ, სრულიად უცნობები გვაჩერებდნენ და ცრემლმორეულნი მადლობას გვეუბნებოდნენ, ასე შორი მანძილიდან ჩასვლისთვის. 

ასევე უთვალავი თბილი გამოხმაურება და კომენტარები მივიღეთ სოციალურ ქსელშიც მოგვიანებით. არადა, ჩვენ მხოლოდ პატივის მიგება გვსურდა მტრისგან ნაწამები ჩვენი დროის გმირისთვის, რომელსაც ვაჟას ზვიადაურისგან განსხვავებით, მტერიც არ შეხვდა საფერი, ქისტების მსგავსი, გულით რომ შენანდათ ღირსეული მეტოქე:

„კარგი ვაჟკაცი ყოფილა,
ყველა ალაჰსა ჰფიცავდა,
მიტომაც ვეფხვებრ გვებრძოდა, 
თავის მიწა-წყალს იცავდა."

ჩვენგან კი, არაგველთა გმირობასა და საქართველოს ძლიერებაზე მომღერალი პოეტის, ლადო ასათიანის, კუთხის შვილთაგან, ეს სულისკვეთება სავსებით ბუნებრივია.

სწორედ ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, ანწუხელიძისა და შინდისის გმირთა მაგალითზე უნდა აღიზარდონ ჩვენი მომავალი თაობები, რათა დაიცვან მშობლიური მიწა-წყალი და „არ მისცენ მტერსა მამული საჯიჯგნად, დასაზიანად“.

აქვე, იმ ცხელ გულზე წინა ღამით ლექსად ამოთქმულიც - არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას

„ქართულ მიწაზე ვაჟკაცად იშვი, 
არ გდომებია მამული სხვისა,
იყავ ალგეთელ მგლის ლეკვთა ჯიშის,
ჯავრი არ სჭამე მოსისხლე მტრისა!

არ გეთმობოდა ერთი მტკაველი 
ჩვენი ძირძველი ქართული მიწის,
დღეს ამიტომაც ყველა ქართველი
შენი დედ-მამის ტკივილით იწვის!

ვერ იქეც სტუმურად შენს სამშობლოში
და ვერ იგუე მასპინძლად მტერი,
აღარ გიღირდა სიცოცხლე გროში,
თუკი შენს მიწას არ ერქვა შენი!

გტკიოდა ქართლი, ცხუმი თუ ტაო
და გაფიქრებდა, აწი რა გველის,
ხერხეულიძეთ მეათე ძმაო,
სამასმეერთე ხარ არაგველი!

ნამუსის ქუდით იარე ქვეყნად
და სიყვარულით სიძულვილს სძლიე,
შენგვარ ვაჟკაცებს ვერ კლავს სიკვდილი, 
თუმც სააქაოს დაგვაკლდი ძლიერ!“ - ნათქვამია მთვარისა ახვლედიანის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ეროვნულებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან დაიწყება - NAEC

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონსი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო 

სამუშაოს დაწყების გამო სტატუსი 205 მოსწავლეს შეუწყდა - 2025 წელს ჯამში სტატუსი 8614 მოსწავლეს შეუწყდა ან შეუჩერდა - დეტალური ანგარიში

„დაევალოს განათლების სამინისტროს, თანხები საბანკო ანგარიშებზე გადარიცხოს“...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს პატრიარქის მოღვაწეობაზე და აღნიშნეს, რომ შეასრულებენ პირობას, რომელიც უწმინდეესს მისცეს

ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებმა ინგლისურ და ქართულ ენებზე ისაუბრეს დედობისა და დედის სიყვარულის მნიშვნელობის შესახებ

პროგრამის მთავარი ნაწილი დაეთმო ევროპული ინსტიტუტების გაცნობას

მე-5 კლასელებმა საკითხის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და პლაკატები შექმნეს

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება