TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თაბაგრების საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მიზნით სხვადასხვა პროექტები აქტიურად ხორციელდება
23-03-2021
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლაში „ახალი  სკოლის  მოდელის“ ფარგლებში აქტიურად   მუშაობენ პროექტზე: გარემოს დაცვა -  სუფთა ჰაერი ჩვენი  უპირველესი  საზრუნავი“.

პროექტის ფარგლებში მწვანე ნარგავების დარგვის მიზნით საჩხერის მუნიციპალიტეტის  სოფელ ორღულის საჯარო სკოლასა და თაბაგრების სკოლას შორის მეგობრული თანამშრომლობა შედგა. 

„გარემოს დაცვა -  სუფთა ჰაერი ჩვენი უპირველესი საზრუნავია“, რომელიც სასკოლო საზოგადოების მიერ შეირჩა ესგ-ის  პრიორიტეტული მიმართულებებიდან. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში დაწყებითი და საბაზო კლასების მოსწავლეების მიერ შესრულდა კომპლექსური დავალებები. ერთ-ერთი აქტივობის - მწვანე ნარგავების დარგვის მიზნით საჩხერის  მუნიციპალიტეტის  სოფელ ორღულის საჯარო სკოლასა და ჩვენს სკოლას შორის მეგობრული თანამშრომლობა შედგა. 

სკოლის დირექტორის ეთერ გურულისა და გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებლის თინათინ ბაძგარაძის ხელმძღვანელობით მე-8-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად ვეწვიეთ ზემოთ აღნიშნულ სკოლას, სადაც დაგვხვდა ძალიან გულთბილი და მაღალი დონის  სასკოლო კულტურა. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა მასპინძელი სკოლის წინაშე პრეზენტაციით საინტერესოდ წარადგინეს თავიანთი შესრულებული  კომპლექსური დავალება რომელიც ჰაერის დაცვას ეხებოდა. ანალოგიური პრეზენტაცია გამართა მასპინძელმა სკოლამაც,  რომელიც ასევე გარემოს დაცვის კუთხით იქნა გაშუქებული. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს იდეები, გაიმართა დისკუსია,  ჩვენმა შეხვედრამ მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.

დიდ მადლობას ვუხდით ორღულის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ მელანია ჩხიტუნიძეს და მთლიანად სკოლის  თანამშრომლებს გულთბილი შეხვედრისათვის. ჩვენი სკოლებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილებების გაზიარება უწყვეტ  რეჟიმში წარიმართება.

ღონისძიების დასასრულს თაბაგრების საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, მასპინძელმა  სკოლამ სამახსსოვროდ საჩუქრად გადმოგვცა მწვანე ნარგავები, რომელიც სკოლაში მოტანისთანავე დავრგეთ სკოლის მიმდებარე  ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

„ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“ - ასე ჩუმად, ლამაზად და სიყვარულით დაიბადა კიდევ ერთი დაუვიწყარი შემოქმედებითი დღე“

სკოლაში მოსწავლეებმა საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს

I, II, III და IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში შემოდგომის ზღაპარი გაცოცხლდა
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება