სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალათუმნის საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს - მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს
22-03-2021
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს. დირექცია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა წესს იცავს. მიუხედავად პანდემიური სიტუაციის გამო შეზღუდვებისა, მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს და პედაგოგებს დღე გაულამაზეს. მათ გამოუშვეს კედლის გაზეთი, დახატეს პლაკატები, გააკეთეს მისალოცი ბარათები და მასწავლებლებს მიულოცეს დედის დღე.

„წელიწადზე მეტია, უხილავი მტერი დაუნდობლად უტევს მსოფლიოს...პანდემიაა! უჭირს ჩვენს ქვეყანასაც...უჩვეულო სიტუაციაა ყველგან...ადამიანები თითქოს გაუცხოვდნენ, ერთმანეთსაც ვერ ცნობენ პირბადეებში...შორიდან ესალმებიან ერთმანეთს...უნდა დაიცვან რეგულაციები...

ასეა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაშიც. ყოველ საგაკვეთილო დღეს მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. მასწავლებლები და ბავშვები, მე-5 კლასის ზემოთ, დადიან პირბადეებით, კლასში სხედან ერთმეტრიანი დისტანციით. სკოლა აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით, მასწავლებლებს ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ კოვიდის დასადგენი ტესტი. ჯერ არავის აღმოჩენია და ამ მხრივ მშვიდობაა.

მასწავლებლები და სკოლის პერსონალი წარმატებით ართმევენ თავს ახალ მოვალეობებს. ყველა ერთი იმედით ვცხოვრობთ: „რომ გათენდება დილა მზიანი/და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!...“

ბავშვი ბავშვია და გართობის გარეშე წარმოუდგენელია მათი ყოფა. ასე აღნიშნეს მათ დედის დღე და 8 მარტი. გამოუშვეს კედლის გაზეთი, დახატეს პლაკატები, გააკეთეს მისალოცი ბარათები და მიულოცეს მასწავლებლებს დედის დღე. თვითონაც გახალისდნენ და ჩვენც გაგვახალისეს.

გვჯერა, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება