სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ერთიანი ბრძოლით შევძელით კარჩაკეტილებმა სწავლის გაგრძელება“ - ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხუნაშვილი
19-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორის - მაია ხუნაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . . 

- კოვიდ 19 -მა დაგვანახა ძალიან ბევრი რამ სხვანაირი ხედვით, რაზეც აქამდე არ ვფიქრობდით და არც ვგეგმავდით. ესააა შეზღუდვები, რეგულაციები, სოციალური დისტანცია, კარჩაკეტილობა და პირბადით აღჭურვა და სხვა. თავისუფალ და ლაღ ცხოვრებას შეჩვეულები უცებ გადავედით ახალ  შეზღუდულ  გარემოში, რომელიც ყველასთვის სტრესი იყო, განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის. მათ რომ სწორად გაეაზრებინათ შექმნილი ვითარება, პედაგოგებს დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მოსწავლესთან მოტივაციის შესანარჩუნებლად აქტივობების დაგეგმვისთვის. ეს იყო თანადგომის, თანამშრომლობის,ზრუნვის, მშობელთან ერთად ფიქრის და მოსწავლის სიყვარულის უდიდესი გამოხატულების ჟამი. ეს იყო ძნელბედობის ჟამი, რომელშიც მხოლოდ თანადგომა და ერთმანეთზე ზრუნვა გადაგვარჩენდა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- გვასწავლა და დაგვანახა, რომ მასწავლებელს მუდმივად აქვს მზაობა დახმარება გაუწიოს მოსწავლეს,კონსულტაციები გაუწიოს მშობელს, აითვისოს ახალი მიდგომებით სწავლა-სწავლება და თანადგომა აგრძნობინოს მათ. მასწავლებელს არ  აქვს პასიურად ყოფნის უფლება, მუდამ აქტიურად უნდა იყოს ჩართული მიმდინარე პროცესებში, ისწავლოს და ასწავლოს, დაანახოს სასკოლო საზოგადოებას, რომ შეუძლებელი და მიუღწევადი, შეზღუდულ გარემოშიც არაფერი არ არის.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- ეს წელი იყო მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების სასკოლო ცხოვრებაში გამოცდის, ჭირთათმენის და თანადგომის წელი. ერთიანი ბრძოლით შევძელით კარჩაკეტილებმა სწავლის გაგრძელება ონლაინ რეჟიმში და შედეგებიც გარკვეულწილად გვაქვს.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რომ შევძელით ახალი მიდგომებით, უდიდესი პასუხისმგებლობით და ძალისხმევით პანდემიის პერიოდში მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება და ელექტრონულად სხვადასხვა პლატფორმების გამოყენება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- რომ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ შექმნილი სიტუაციის საშიშროებას, არ იყენებენ ეფექტურად დროს და ინტერნეტ სივრცეს, არ იძიებენ სასწავლო ინტერნეტ რესურსებს ინდივიდუალური მიზნების მისაღწევად.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- რომ საკუთარი შვილების აღზრდის საკითხში მასწავლებლები მოიაზრონ თანამშრომლებად, დააფასონ მათი შრომა და დააფასონ მათი ღვაწლი.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- როდის დასრულდება ვირუსის პანდემია როდის დავუბრუნდებით სასურველ, მშვიდობიან, სახალისო, თავისუფალ გარემოს. ნუთუ კიდევ გვეღირსება? ალბათ....ვართ იმედიანად, რადგან გვჯერა, რომ რწმენა გადაგვარჩენს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

დღემ უამრავი სასიამოვნო ემოცია, სიხარული და დაუვიწყარი მოგონება დატოვა

ელენე ინასარიძე ხმლით ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაეცნენ შავ ზღვაში ბინადარ არსებებს, მათ მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობას

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება