| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

15 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში დასწრებული სწავლება განახლდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ზესტაფონის მუნიციაპლიტეტის, ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლა გახლავთ, სადაც სასწავლო პროცესი არსებული პროტოკოლის სრული დაცვით მიმდინარეობს.
რაც მთავრია, თავად სკოლის ადამინისტრაციას, მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მომზადებული აქვს პრეზენტაცია, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა ის პუნქტი, რომლის შესრულებაც უწევთ.
სკოლაში ხორციელდება თერმოსკრინინგი; სკოლაში არც ერთი პირი, 1-4 კლასების მოსწავლეთა გარდა, პირბადის გარეშე არ დაიშვება; ასევე საკლასო ოთახები ხშირად ნიავდება და სველი წესით ლაგდება, სკოლის ადმინისტრაცია კი, მოსწავლეებსა და მშობლებს ატყობინებს, რომ მათ აქვთ დისტანციური სწავლების უფლება.
ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში ზედმიწევნით ზრუნავენ სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობაზე და ისიც კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ თუ არსებულ რეგულაციებს ზედმიწევნით შეასრულებენ, ონლაინ-სწავლებაზე გადასვლა არ მოუწევთ და სკოლის ზარიც არა ცარიელ კედლებში, არამედ ბავშვებისთვის დარეკავს.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას