TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ციფრული ტექნოლოგიებისა და წიგნიერების განვითარება სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის“ - მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დეკანოიძე
19-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორის - მაკა დეკანოიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . . 

- შექმნილმა კრიზისმა კარგად დაგვანახა, რომ ციფრული ტექნოლოგიებისა და წიგნიერების განვითარება სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ ქვეყნად დაუძლეველი არაფერია და ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია, სკოლის სამი რგოლის - მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ერთობლივი ძალისხმევით კი ყველაფერი კარგად იქნება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 

- რომ  რაოდენ მნიშვნელოვანია, იყო მზად ახალი გამოწვევებისთვის, რომ სკოლამ შეძლოს კრიზისულ ვითარებაში საკუთარი საჭიროებების თვითშეფასება, რეაგირება და უფრო სწრაფი ადაპტირება.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- როგორც უდიდესი გამოწვევების მქონე, რთული, მაგრამ ამავდროულად, საინტერესო წელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 

- რომ ისინი აცნობიერებენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას სკოლისა და მოსწავლის წინაშე და  რომ აქვთ სურვილი, სწავლების პროცესში თავადაც ისწავლონ, რათა დაეხმარონ მოსწავლეებს თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 

- მოსწავლეებისგან? არც არაფერი არ მიკვირს, ვფიქრობ მათ  შესაძლებლობებს, საზღვრები არ აქვს.... წარმატებებს ვუსურვებ მათ...

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- ასწავლონ შვილებს ერთმანეთის სიყვარული, მიაჩვიონ შრომისმოყვარეობას და პასუხისმგებლობას და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 

- აღვზარდო განათლებული, ჯანსაღი, პრაქტიკული, უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდები, ეროვნული სულისკვეთებით, დემოკრატიული სახელმწიფოს ღირსეულ მოქალაქეებად, ჩავუნერგო მათ სწავლის სიყვარული , ''რადგან ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთ სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა.''

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება