TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება განათლების მიღება, მთავარია მონდომება“ - ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ქუმსიაშვილი
19-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის დირექტორის - ნანა ქუმსიაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ცხოვრება დაუნდობელია, კაცობრიობა ყველაფრისათვის მზად უნდა იყოს. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა  დავკარგოთ იმედი და ყველაფერი კარგად იქნება!

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ  ნებისმიერ ადგილას შეიძლება განათლების მიღება - ქოხშიც, სხვენშიც, მთავარია მონდომება. გვასწავლა დროისა და  რესურსის ეფექტურად გამოყენება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც ჩვენი გამოცდის წელი, რომელმაც ჩვენს მოთმინებასა და გამძლეობაზე გაიარა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როდესაც ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე, მახარებს ახალ-ახალი მეთოდით ჩატარებული გაკვეთილები, ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როდესაც  გარშემო უამრავი რესურსი აქვთ მატერიალური თუ ელექტრონული და შეძლებისდაგვარად არ იყენებენ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- იმეგობრონ  შვილებთან... შეძლებისდაგვარად მეტი დრო დაუთმონ მათ. მოუსმინონ, გაითვალისწინონ მათი აზრები, სწორი  შეხედულებები ჩამოუყალიბონ ცხოვრებაზე.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ... 

- სკოლაზე, მოსწავლეებზე და პანდემიის დასრულებაზე!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება