სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თავდაუზოგავი და გმირი პედაგოგები ჰყავს საქართველოს“ - კუმურდოს საჯარო სკოლის დირექტორი არმენაკ ფოლორჩიანი
18-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის დირექტორის, არმენაკ ფოლორჩიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- თუ რამდენად თავდაუზოგავი და გმირი პედაგოგები ჰყავს საქართველოს, რომლებიც გმირულად დგანან განათლების სადარაჯოზე; თუ როგორ იცავენ მოსწავლეთა უსაფრთხოებას და როგო ზრუნავენ მათ განათლებაზე.  

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- განათლების შეუფასებელი ღირებულება; განათლებისთვის ბრძოლა და პედაგოგების თავდაუზოგავი შრომა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ძალიან რთულ წლად. მოსახლეობას მოუწია ძალიან რთულ პირობებში ცხოვრება; რაც შეეხება სწავლას, დიდი დარტყმა მიაყენა და სწავლის დონე საგრძნობლად დაეცა.   

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- თანადგომა და სირთულეების წინაშე გმირული ბრძოლა მიზნის მისაღწევად; ენერგიული შრომა და მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ონლაინ სწავლებაში აქტიური მონაწილეობა და პანდემიით გამოწვეული სირთულეების წინაშე ბრძოლა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- აქტიურ ურთიერთობას მასწავლებლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მათ სწავლების დონეს გააუმჯობესებს.    

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მშვიდ მომავალზე; სკოლის და მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოზე; მათ კარიერულ წინსვლასა და სირთულეების გადალახვაზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება